თქვენ გახსოვთ, რაღა თქმა უნდა, ყოველი გახსოვთ, კედელს ნელნელა რომ ავეტუზე და სახით ვგრძნობდი, ბასრ სიტყვებს – ნასროლთ, შფოთდით ოთახში – ასგზის, ვეზუვზე.
ამბობდით: ერთმანეთს უნდა დავშორდეთ – კმარა!.. ყელში გაქვთ, ჩემი ცხოვრების სტილი, მე – ჯანდაბისკენ მირჩიეთ გავლა... თქვენ – თავს მიხედავთ და არა ტირილს.
ძვირფასო! არც თქვენს სიყვარულს ერქვა გულწრფელი. ის არ იცოდით, რომ კაცთა მოდგმას ძალით გამრიეს და როგორც ცხენი, ვგრძნობდი სიცოცხლეს – ტანზე შემომჯდარს.
თქვენ, არც ის იცოდით: როგორც ცეცხლზე – საქვაბეს, ყოფითი ორთქლი მსდიოდა როგორ... მტანჯდა არცოდნა: სად მიგვაქანებს, ამ მოვლენების გზა – ოღრო–ჩოღრო...
პირისპირ მდგარნი ვერ იხილავენ სახეებს. სიდიდის აღქმა ითხოვს შორ მანძილს… როცა ზღვა დუღს და ტალღებს ახველებს, სათუო ხდება ბედი ხომალდის.
ხომალდი – მიწა! თუმცა რად გინდა... კვლავაც – სხვა ქარიშხლებში, სხვა ტრიუმფისკენ, საითაც უფრო მძვინვარებს ტალღა, გზას, ახლებური დიდებით იწყებს. ჩვენგან, ვინ არ დაეცა დიდ გემბანზე – რწევით, არ აერია გული და არ ილანძღა? ცოტაა სულით, ისეთი ბრძენი, ვინც ქარიშხალში იდგა იალქნად.
იმ დროს კი: როცა ავდარი ღრენდა ველურად (თუმცა ვუდროდი ცოდნით კაპიტანს!), ტრიუმში ვთვლემდი, რომ არ მეყურა, ხალხის გულამრევ სასოწარკვეთას.
ტრიუმი – ჩემთვის უდრიდა დუქნის მაგიდებს. ყვინთვა ვისწავლე სიღრმეში ჭიქის , რომ არ მეტანჯა კვლავ სხვის მაგიერ, უგონოდ მთვრალი ვუხმობდი სიკვდილს.
ძვირფასო! მე, ჩემი ტანჯვის სენი გადაგდეთ და თქვენც დაგაჩნდათ დამღა, ამ სევდის – დაღლილ თვალებში: ვტეხდი სკანდალებს და თავს ვფლანგავდი ურცხვად სავსებით.
თუმცა, რა იცოდით: როგორც ცეცხლზე – საქვაბეს, ყოფითი ორთქლი მსდიოდა როგორ... მტანჯდა არცოდნა: სად მიგვაქანებს, ამ მოვლენების გზა – ოღრო–ჩოღრო...
. . . . . . . . . . . . . . .
ახლა კი, როცა წლები გავიდა და სხვა ასაკი მიქმნის ამინდებს. ვგრძნობ და ვაზროვნებ, სულ სხვა თანრიგზე. ლხინის სუფრაზე – ყველას მაგიერ ვმადლობ და ვაქებ გემის კაპიტანს!
დღეს უკვე ვარ, უნაზესი გრძნობების პიკში. და მახსოვს თქვენი დაღლა – მოსევდო, თქვენსკენ მაქვს გეზი, ვით იერიში: რა ვიყავ – რა ვარ, მსურს რომ მოგითხროთ!
ძვირფასო! მე მსიამოვნებს ამის თქმა თქვენთვის: სევდის სკნელიდან თავი დავძარი. მთელ საბჭოეთში, ვინც კი თქვენ გეტრფით, სხვას, არავის სწვავს ჩემებრ ხანძარი!
ის არ ვარ, ვინც რომ ვიყავი ადრე – იცით, ვინც... ეს „სხვა“, იზრუნებს, რომ არ დაშავდეთ... და თავისუფლად ყოფნა–შრომისთვის, მზად არის განვლოს გზა – ლამანშამდე.
შემინდეთ... ვიცი თუმცაღა – რომ ჭკვიან, დინჯ ქმარს (თქვენც სხვა ხართ უკვე) გული დაეთმო; რომ არ გჭირდებათ შფოთი, კვლავ – ფითრად, რომ არ გჭირდებით არც მე, საერთოდ.
იცხოვრეთ, წინსვლის ვარსკვლავი გიძღოდეთ მარად! ამხდარ სურვილებს ჰგავდნენ ცვენილნი. მოკითხვას გითვლით, ერთგული მარად, თქვენი ნაცნობი: სერგეი ესენინი
Письмо к женщине
Вы помните, Вы все, конечно, помните, Как я стоял, Приблизившись к стене, Взволнованно ходили вы по комнате И что-то резкое В лицо бросали мне.
Вы говорили: Нам пора расстаться, Что вас измучила Моя шальная жизнь, Что вам пора за дело приниматься, А мой удел - Катиться дальше, вниз.
Любимая! Меня вы не любили. Не знали вы, что в сонмище людском Я был, как лошадь, загнанная в мыле, Пришпоренная смелым ездоком.
Не знали вы, Что я в сплошном дыму, В развороченном бурей быте С того и мучаюсь, что не пойму - Куда несет нас рок событий.
Лицом к лицу Лица не увидать. Большое видится на расстоянье. Когда кипит морская гладь, Корабль в плачевном состоянье.
Земля - корабль! Но кто-то вдруг За новой жизнью, новой славой В прямую гущу бурь и вьюг Ее направил величаво.
Ну кто ж из нас На палубе большой Не падал, не блевал и не ругался? Их мало, с опытной душой, Кто крепким в качке оставался.
Тогда и я Под дикий шум, Но зрело знающий работу, Спустился в корабельный трюм, Чтоб не смотреть людскую рвоту.
Тот трюм был - Русским кабаком. И я склонился над стаканом, Чтоб, не страдая ни о ком, Себя сгубить в угаре пьяном.
Любимая! Я мучил вас, У вас была тоска в глазах усталых: Что я пред вами напоказ Себя растрачивал в скандалах.
Но вы не знали, Что в сплошном дыму, В развороченном бурей быте С того и мучаюсь, Что не пойму, Куда несет нас рок событий...
....................................
Теперь года прошли, Я в возрасте ином. И чувствую и мыслю по-иному. И говорю за праздничным вином: Хвала и слава рулевому!
Сегодня я В ударе нежных чувств. Я вспомнил вашу грустную усталость. И вот теперь Я сообщить вам мчусь, каков я был И что со мною сталось!
Любимая! Сказать приятно мне: Я избежал паденья с кручи. Теперь в Советской стороне Я самый яростный попутчик.
Я стал не тем, Кем был тогда. Не мучил бы я вас, Как это было раньше. За знамя вольности и светлого труда Готов идти хоть до Ла-Манша.
Простите мне... Я знаю: вы не та - Живете вы С серьезным, умным мужем; Что не нужна вам наша маета, И сам я вам Ни капельки не нужен.
Живите так, Как вас ведет звезда, Под кущей обновленной сени. С приветствием, Вас помнящий всегда Знакомый ваш С е р г е й Е с е н и н.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|