ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2013


აქსიომა

ამნეზიურ სწრაფვაში, ცდუნებებით აშლილ ძვრებს
შეეკედლა ქაოსი, მოსვენება სად არის?...
მიტევება შეცდომებს ვერასოდეს გაუსწრებს,
იყო,ასე იქნება ჩვენში აწ და მარადის.
უდნობლობის იერი,შერჩა სულის ამინდებს,
ქარში ეფემერებად იფანტება ამაოდ,
უსაყრდენო სივრცეში მორიდება არიგებს
სიტყვებს სინანულისას–,,მომიტევე მამაო“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები