ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2013


ვეჯინს

ამაღლებული დგას ამაღლება
და გადმოჰყურებს ალაზნის ველსა,
ვეჯინის ციხე კვლავ ელოდება
ცეცხლისა ალებს გურგვალ კოშკზედა.

ხუჭუჭა გოგო "ყოვლაწმინდასა"
მუხლმოდრეკილი შესთხოვს ღვთისმშობელს,
რომ ძალა მისცეს მამისა მკლავსა
და არ უშინდეს მტერსა ულმობელს.

წმინდა გიორგის აწ უკვე კედლებს
მედიდურობა კვლავ შერჩენია,
მის შავ ქვებზედა ცეცხლისა დამნთებს
წმინდა გიორგის მადლი ჰხვევია.

პეტრე-პავლობის მცირე დარბაზი,
მოციქულსავით თავმდაბალია.
ვეჯინს კვლავ რჩება წინაპართ სული
და ეს ქართველი გმირის სულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები