ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2013


დედას (70 წლისადმი მისალოცი ლექსი)

ვარდობისთვეში იშვა ერთხელაც,
ლალი-მანანა ვარსკვლავი ცაზე,
მერცხლის ჭიკჭიკში სალამი მისცა,
სუმბულმა დილით, ბულბულის ხმაზე.

ეხლა გიყურებ და არა მჯერა,
რომ ჩამიბერდი წლების ღადარში,
მინდა გისურვო სანთელად ენთო,
ხატს ანათებდე უფლის საყდარში,

მინდა გადარო ჟასმინის ქოლგებს,
თავსაბურველად რომ დაგქარგვიან,
ვაზის რტოსავით ტანს გიმშვენებენ,
ასე ლამაზნი ვის დაკარგვიან?!

დღესაც კი გევხარ გაფრენილ გავაზს,
კამარაშეკრულს ცისმარ კიდეზე,
დღესაც ამაყად ვისმენ სხვებისგან,
ამბებს იმ დროის შენებრ ხიბლებზე.

დროვო მუხთალო წუთნო, წამებო,
მოიცათ მუ სცემთ, შეეშვით ამ ქალს,
გვაცალე ლხენა და მოფერება
ქეიფ გვადროვე მეინახ - “ჰამ-ქარს”.

მინდა გისურვო შენ ჯანმრთელობა,
დაე გეხაროს სიბერის წლებში,
მუდამ თან გახლდნენ ანგელოზები,
ოქტომბერსა, თუ ვარდობისთვეში.

არ გაჩენილა ქვეყნად სახელი,
შენი სახელის სახელთ მაღალი,
ვარდობისთვეში ოცდაერთ მაისს,
მუდამ იწყება წელი ახალი.

ერთხელ მითქვამს და კიდევ გეტყვი:
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედაა ის ალიონი,
ვისაც მოვყავართ აქ პაემანზე.

“სანამ დედა გვყავს არ დავბერდებით”
მივხედოთ სულის ამ ციცქნა ნიშას,
დედის შესადარ სიტყვას ვერ ნახავ,
დედა – ეს სიტყვა ყველაფერს ნიშნავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები