ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2013


ციურ წვეთის მონაღვარად

ვნახე მდელო  გადაშლილი,
შუა წმინდა რუა ღარად,
თვალწარმტაცი, ნაზად თლილი,
ვერ შეხედავს თვალი წყნარად.
ზედ პლატინა,  წყალით წმინდით,
ციურ წვეთის მონაღვარად,
აქეთ იქით ოაზისი,
ბაღნარად და ყვავილნარად.
პლატინაში ნაჟურია,
წმინდა საიდუმლო ღვთისა,
დედობრივი ალერსის და
მარადიულ სიცოცხლისა.
სილამაზე დევს ულევი,
სინატიფე, მადლი ღვთისა,
არ შექმნილა არაფერი,
შესაფერი მაღლით მისა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები