ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2013


ჩემი „თავისუფლების დეკლარაცია“

მჭირდება დრო და საღებავები,
ერთი ამბოხი - დუმილის მთქმელი,
ფერები - ჩემი ნათესავები
შეეხებიან ამ დუმილს ხელით.

და  პოლ გოგენის თეთრი ცხენივით
გავყვები სადღაც სიცოცხლის წყურვილს...
ჩემი  ფერებიც  ჩუმი  დენთივით
ამიმბოხებენ  ტილოზე  სურვილს.

მე რა... და ნახატს ეცმევა ჭრელი,
ჩემს ნაცვლად იტყვის სურვილებს ტილო,
სადაც,  ვიქნები ამბოხი ძველი -
ერთი  რიგითი ჰასან დი ტირო.

მექნება „აჩე“ და თეთრი ცხენი,
თავისუფლების დავდგები რიგში,
ოღონდ დამთავრდეს დუმილი ჩემი,
ოღონდ დავძლიო ამბოხის შიში...

ხანდახან,  სიტყვებს ვერ იტევს დარდი,
ხანდახან ხდება:  ვერც ვამბობ სიტყვებს...
და ვარ  რიგითი,  ერთი  ანარქი, 
რომელიც ყვირილს ტილოდან იწყებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები