 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 25 მაისი, 2013 |
ბონდომ ძუძუ მოიშიშვლა და ზედ "ნაბეღლავის" ცვრიანი ბოთლი მიიდო.
მას "პახმელია "კლავდა , ვერა გაეგო რა, რაღაც უნდოდა თითქოს და თანაც არაფერი, ერთდროულად.
ასეთ პარადოქსულ სიტუაციაში მყოფმა დილის სიჩუმე რომ ვეღარ აიტანა , ტელევიზორი ჩართო და კრუსუნით გაგორდა ტახტზე , თან ცდილობდა "ჩე გევერა"-ს სურათისთვის არ შეეხედა, რომ იღიმებოდა აღმოსავლეთის კედლიდან. "ჩე"-ს პირში ნამდვილი კუბური სიგარა გაერჭო და ქუდზე დიდი წითელი ვარსკვლავი უპრიალებდა. მაგრამ ბონდოს დღეს სულაც არ სურდა" ჩე"-ს სიფათის ყურება, კვნესით გადაბრუნდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სად დავდგიო ნეტავ " ნაბეღლავის" ბოთლი? ცოტა ეამა კოტრიალი და დაწყნარდა, მერე ხმა შემოესმა. ---ეი! ბონდოია! ბონდო გადმობრუნდა. მაგრამ ოთახში არავინ იყო. ისევ გადაბრუნება დააპირა და ამ დროს ისევ მოესმა: --ბონდოია! უბედური ბონდო მიხვდა რომ ან მოჩვენებები დაეწყო, ანდა რაღაც უცნაური ვირუსი შეეყარა... ხმა განაგრძობდა: --ბონდოია! ეი ბონდოია! საით ხარ ახლა შენე? --ქუთეისში...--ჩაილუღლუღა შეშინებულმა ბონდომ ---ბონდოიაააა!!! --არა და არ მოეშვა ხმა, ----ბონდო, ჯიგარო, შენ იცი რა არის დროის პარადოქსი, კლონირება?...ჰააააა? ---პა..პაპა...პარადო....რააა?----ენა დაება ბონდოს, --რაი და ..ბონდოია, შენ არ იცი განა რომ, დროის ერთ კონკრეტულ მომენტში ადამიანი მხოლოდ ერთ ადგილზე იმყოფება? ---მმმმ....---ვერაფერი გაიგო ბონდომ, მერე უცებ "ნაბეღლავის" ბოთლი გაახსენდა , აიღო და მაშველი რგოლივით ჩაეჭიდა. ხმა განაგრძობდა... --როცა ერთ ადგილას იმყოფები, ბონდოია. მომისმინე კარგად! როცა ერთ ადგილას იმყოფები, მაგალითად ქუთეისში, ნუ იწვევ პარადოქსულ მოვლენებს სამყაროში!... ნუ ატყუებ უცხოპლანეტელ დამკვირვებლებს და ნუ წერ რომ იტალიაში ხარ! რაფრა გოიმივით იქცევი, ბონდოია!...არ იცი რომ დრო განფენილია სამყაროს ყველა კუთხეში და ეს .....ეს იწვევს.... ბონდომ ხელი მაგრად მოუჭირა ნაბეღლავის ბოთლს!...ხმა კი განაგრძობდა: ---ჩავლენ ერთხელ იტალიაში სავაჭროთ, გადაიღებენ სურათებს , მერე ჩატვირთავენ გაცნობის საიტებზე და......დააწერენ "ვცხოვრობ იტალიაში, რომში, ცენტრში! " ---ახლა კლონირებას გაგიკეთებთ.მოემზადე ბონდოია!... ტვინის ნაწილი შენს კლონს უნდა გადავუნერგოთ...საიტზე რომაა....აბა რა გეგონა?... ---არააა!--- იწივლა ბონდომ და ტახტიდან ჩამოგორდა....---არ მინდა კლონირებაა! არააა! აღარ მოვიტყუები! ქუთაისში ვარ! მიყვარს ქუთაისიიიი!!!!! კოშმარი შეწყდა...ბონდომ თვალი გაახილა. მერე ბოთლი მოძებნა და მოიყუდა ....გახარებულმა რომ ეს სიზმარი იყო! ბონდო გადარჩა.(?)
ალბათ......:)))))))))))))))))))))))
P.S. ეძღვნება საქართველოს I.P. მისამართით შემოსულ კომპიუტერის მფლობელ ყველა "ემიგრანტს"..:)))
ს.ნ. © 2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. შენ არ მოგიკითხე... პიცის არ მოყვარულო კნიაზო ნეველო. :D 5 "ბოთლი ნაბეღლავი" შენ. შენ არ მოგიკითხე... პიცის არ მოყვარულო კნიაზო ნეველო. :D 5 "ბოთლი ნაბეღლავი" შენ.
3. =)))))))))))
თავს იტყუებენ, სერჟ, შეეშვი.... აგერ მეც კეთილებში-ვარ, გგონია ვიტყუები???
=)))))))))) =)))))))))))
თავს იტყუებენ, სერჟ, შეეშვი.... აგერ მეც კეთილებში-ვარ, გგონია ვიტყუები???
=))))))))))
1. ტვინის რომელ ხვეულებში იბადებიან ასეთი გენიოსური აზრება, ჰააა? :)))))))))))) 5 ტვინის რომელ ხვეულებში იბადებიან ასეთი გენიოსური აზრება, ჰააა? :)))))))))))) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|