| ავტორი: თენგულა ჟანრი: პოეზია 27 მაისი, 2013 |
არარაობა ვყოფილვარ შენთვის, ძლიერ მეტკინა, სიყვარული ხომ არც მითხოვია, მიყვარდი ჩემთვის, ჩემი გულისთვის დაივიწყებდი წყენას, მეგონა, არ მოველოდი, არ მეჯერება, რომ მწარედ შევცდი. თავმოყვარე ხარ, ამაყი ხარ და, ეს ძლიერ გშვენის, თავმდაბლობითო, მოთმინებითო, უფალმა ბრძანა, ეგ ხასიათი, ეგ შემართება მე მომწონს შენში, მიუტევოთო, რა, ჩვენი ვალი არ არის განა? თუნდაც გლახისთვის, ზოგჯერ ის შენი გადადე გვერდზე, იქნებ, იმ საწყალს შენი ნუგეში როგორ ჭირდება, ჩვენ უნდა ვძლიოთ ჩვენს სიამაყეს, ეს აგვამაღლებს, თუ არა, უფალს დამწყემსვა ჩვენი გაუჭირდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|