ვაი,ჩემო საქართველოვ, მერამდენედ დაგლეჯილო, აჩეხილო ბაღ-ვენახო, გადამწვარო ტყევ,ჯეჯილო.
ხან ოსმალო გკორტნიდა და სისხლსა გწოვდა ხან სპარსეთი, ყველა ჭირი გადიტანე, რა ხარ ნეტა შენ ასეთი?
გარეშე მტერს ჯერაც უძლებ, შინა მოგერია თითქმის, შენს კალთაში გამოზრდილზე ვაიმე,რომ მტერი ითქმის.
სამაჩაბლო წაგართვეს და ცალი მხარი ჩამოგთალეს, ძმათა ხელით ძმა მოიკლა და ატირდნენ მთები მწარედ.
აფხაზეთმა აძლიერა იქ განცდილი და ნახული, უმადურმა აფხაზებმა ამოგიღეს მკერდში გული.
ახლა უკვე რუსიც გებრძვის, ვაი,ეშმა ახარხარდა, ქრისტიანი ქრისტიანს კლავს, ნუთუ სჯულიც გადაგვარდა?
ზოგი იბრძვის,ზოგი ელის, ზოგი სულაც გაგვეცალა, შევიკვრებით მუშტად?ღმერთმა ჩვენთვის ვეღარ მოიცალა?
მწამს,ქართული სული ისევ აღსდგება და მტერს დათრგუნავს, საქართველო გამრთელდება და სატკივარს დრო განკურნავს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მე არ მომეწონა მე არ მომეწონა
17. ახვლედიანს მინდა ვუთხრა:თუ რუსულად წერ ან რუსული ასოებით წერეთ .თუ მაინცდამაინც ქართული ასოებით გინდა დააფიქსიროთ რუსულის ცოდნა ,დააკვირდი ხოლმე რას როგორ წერ... ახვლედიანს მინდა ვუთხრა:თუ რუსულად წერ ან რუსული ასოებით წერეთ .თუ მაინცდამაინც ქართული ასოებით გინდა დააფიქსიროთ რუსულის ცოდნა ,დააკვირდი ხოლმე რას როგორ წერ...
14. მანანა, მეტკინა.
"შევიკვრებით მუშტად? ღმერთმა ჩვენთვის ვეღარ მოიცალა?"
რა ვიცი, აბა? შევიკვრებით კია? მეც მეწერა ერთ ლექსში: "მალე მუშტად შეიკვრება საქრთველო, გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს..."-მეთქი, მაგრამ... ეტყობა საღათას ძილით გვძინავს ქართველებს! 10
მანანა, მეტკინა.
"შევიკვრებით მუშტად? ღმერთმა ჩვენთვის ვეღარ მოიცალა?"
რა ვიცი, აბა? შევიკვრებით კია? მეც მეწერა ერთ ლექსში: "მალე მუშტად შეიკვრება საქრთველო, გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს..."-მეთქი, მაგრამ... ეტყობა საღათას ძილით გვძინავს ქართველებს! 10
12. აქაც მოგიკითხავთ :)
5 აქაც მოგიკითხავთ :)
5
10. მოგიკითხეთ... მოგიკითხეთ...
9. მოგიკითხე ქ.მანანა :) მოგიკითხე ქ.მანანა :)
8. ეს პოეზია წარსულს ჩაბარდა-მიუხედავად თანამედროვე თემებისა. ეს პოეზია წარსულს ჩაბარდა-მიუხედავად თანამედროვე თემებისა.
7. აი იმას როგორ ვიფიქრებდი რომ როდესმე მარიკო ახვლედიანს დავეთანხმებოდი :) აი იმას როგორ ვიფიქრებდი რომ როდესმე მარიკო ახვლედიანს დავეთანხმებოდი :)
6. 8წარმატებები 8წარმატებები
5. რთული თემაა მაგრამ კარგია 5 რთული თემაა მაგრამ კარგია 5
3. აკაკი წერეთლის მუსიკაა ეს ლექსი ჩემთვის. მე კი აკაკი არასოდეს მომწონდა :) შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაინც ბევრს ჯობია. აკაკი წერეთლის მუსიკაა ეს ლექსი ჩემთვის. მე კი აკაკი არასოდეს მომწონდა :) შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაინც ბევრს ჯობია.
2. მაპატიეთ, მაგრამ არ მომეწონა და არგუმენტებიც მაქვს 1. ზედემტად მარტივია ეს ლექსი იმ იდეოლოგიისთვის რაც ვითომ ლექსში დევს, როცა ვწერთ პატრიოტიზმზე, ნუ დავწერთ რა ასე უბრალოდ და წყალ-წყალად 2.მე მაგალითად სრულიად უემოციოდ ჩამეკითხა,რადგან არაა ისეთი პასაჟები, რომელიც მკითხველს, რაღა გადარევაზე და აღფრთოვანებაზე გადავიდე და უბრალოდ დააფიქრებს და დანარჩენებს აღარ ჩამოვწერ ერთის გარდა
3. მე მსგავს ლექსებს პსევდო-პატრიოტიზმის გამოვლინებას ვეძახი.
პ.ს თქვენც სრული უფლება გაქვთ იგივენაირად გაარჩიოთ ჩემი ნებისმიერი ლექსი. მაპატიეთ, მაგრამ არ მომეწონა და არგუმენტებიც მაქვს 1. ზედემტად მარტივია ეს ლექსი იმ იდეოლოგიისთვის რაც ვითომ ლექსში დევს, როცა ვწერთ პატრიოტიზმზე, ნუ დავწერთ რა ასე უბრალოდ და წყალ-წყალად 2.მე მაგალითად სრულიად უემოციოდ ჩამეკითხა,რადგან არაა ისეთი პასაჟები, რომელიც მკითხველს, რაღა გადარევაზე და აღფრთოვანებაზე გადავიდე და უბრალოდ დააფიქრებს და დანარჩენებს აღარ ჩამოვწერ ერთის გარდა
3. მე მსგავს ლექსებს პსევდო-პატრიოტიზმის გამოვლინებას ვეძახი.
პ.ს თქვენც სრული უფლება გაქვთ იგივენაირად გაარჩიოთ ჩემი ნებისმიერი ლექსი.
1. ძეცკი სად =)) ძეცკი სად =))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|