-მარ, დრუნჩა ადექი რა, გოგოები გელოდებიან რესტორანში მივდივართო. -მმმმ, ავდგები ხოოო. -ვიცი მე შენი ავდგები, ერთ საათიან ძილს ნიშნავს, ადექი ეხლავე სანამ შენი ცოლად მოყვანა გადავიფიქრე. -აი დარდიიიიი, ძალიანაც კარგი თუ გადაიფიქრე. რამდენი პრობლემა აღარ მექნება მოსაგვარებელი შენ წარმოდგენაც არა გაქვს!.. შევუღრინე ჩემს აპოლონს და გვერდი ვიცვალე. -აუუუუფ, მართლა გეძინება როგორც ჩანს, არადა შენც კარგად იცი, რომ მოგიწევს ადგომა და როგორ არ მინდა შენთან ჩხუბი წარმოდგენაც არა გაქვს. მოკლედ მე გავალ სახლიდან და რაც გინდა ის ქენი. საცოდავი "მეიდანის" მენეჯერი რა შარშია არ იცის იმ უბედურმა... ნახევარსაათიანი ძილის მერე ვიღვიძებ და რატომღაც მარტო ვარ საწოლში. ჰმმმ, ნეტა რა მოხდა სად გაიქცა? -ბაია სად მყავხარ? -არ გახსოვს ქალბატონო ხოოოო? -არ მახსოოოოვს რა მოხდა? -როგორც ყოვველთვის,- გაიღვიძე საშინელ ხასიათზე და მიმალანძღე ცოლად აღარ მომყვებოდი... -აუუუ არ მახოვს, მაპატიე რააა, მოდი ძალიან მჭირდები. -მარ საქმეებზე წავედი მე, ახლა ვერაფრით ვეღარ მოვბრუნდები. ჩაიცვი და მალე გადი გელოდებიან უკვე რესტორანში. -ვაიიი, ეგ არც გამხსენებიააა. კაი წავედი მერე დაგირეკავ. რა გვინდა მენიუში? -მარ, ეს ქორწილი შენი დღეა, შენი ოცნების რეალიზება მინდა ასე რომ, რაზეც როდესმე გიოცნებია საქართველოს ფარგლებში ყველაფერი ქენი გესმის დრუნჩა? -შენ შემთხვევით მილიონი ხომ არ მოიგე სადმე? ჩემს ოცნებებს რომ უყურო მსოფლიო დონის ვალებს წამოიკიდებ. -ჩვენი ფინანსების ფარგლებში მეთქი დრუნჩა, ისე ნუ იზავ ბავშვები საშიმშილოდ გაიმეტო. მითხრა თბილი ხმით. როგოორ მიყვარს ეს კაცი. არა ნამდვილად გამიმართლა, დღევანდელ დროში კაცები აღარ უძლებენ ჩემნაირ კაპრიზულ ცოლებს, მითუმეტეს როდესაც 1 მამაკაცზე 7ქალი მოდის... რა კოშმარია წარმოგიდგენიათ? ეხლა მე რომ 6 სხვა ქალთან მყავდეს "გასაყოფი" ჩემი ბიჭი, ალბათ თავს ჩამოვიკიდებდი ჭაღზე, რომელიც იმედი მაქვს გამიძლებდა... თან ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, უეჭველად ფეხის თითები მერგებოდა წილად... ფიქრი ანომ შემაწყვეტინა (ანასტასიას ძიძამ, და ლიზის დედიკომ): -მარიკო, ყავა გინდა? -აუ ხოოო რა ანოოო. გასაქცევი ვარ რესტორანში. არც გოგოები გამოჩენილან ხო? -არა ჯერ.
-სოფიიი -ჰააააა -გეძინა ხო? ფუ რა უნამუსო ხარ ადექი ეხლა დროზე, შენ აქეთ უნდა აქტიურობდე და მე მამხნევებდე შენ კიდე... -კაი ხოოო გამოვდივარ -გამოვდივარ არა უკვე გამოსული უნდა იყოოოოო -მარ დაწყნარდი მოვასწრებთ ყველაფერს გთხოვ ნუ ნერვიულობ რააა -დოზე მეთქი სოფო ნერვს ვეღარ ვთოკავ სანამ პირს დავიბან აქ გაჩნდი. -ვაი... -რააააა? -არაფერი გოგო ვიცმევ თან და გავიხლართე ტანსაცმელში უფ. -ღირსი ხარ აქამდე ჩაცმული უნდა ყოფილიყავი! ეხლა მიდი და ყირამალა მოემზადე. ყურმილი გამწარებულმა დავახეთქე და ოთახისკენ პინგვინივით მობაჯბაჯე ტასო კინაღამ გავიტანე. დედიკოს სიხარულმა გაოცებული თვალებით შემომხედა და მეკითხება: -მალიიი ლაააა? შევუღრინე და მაშინვე მიხვდა, რომ უარესი მიყო. მომენტალურად შეატრიალა "პლასტინკა" ამ დაქოქილმა და ეხლა უფრო დიდი გაკვირვებით მეკითხება: -დეეეე, ლაალი? დედაააა ლაააა? თან პატარუნა ხელებს მიშვერს წინ და თითუნებს მიპარჭყავს ისეთი საყვარელია ცდუნებას ვერ ვუძლებ და მეცინება. აღარც რესტორანი მანერვიულებდა და აღარც ქორწილის სამზადისი. აი ჩემი ყველაზე დიიიიდი ბედნიერება. ორი "კრუწუნა"(კამფეტივით ჩასაკრუწუნებელი) გოგო მყავს ოცნების მამაკაცთან. რა ფეხები უნდა ქალს ამის გარდა ბედნიერებისათვის? არც არაფერი, მაგრამ მაინც, წინ ქორწილის სამზადისია... ძლივს მოვწყდი ტასიას ფუნჩულა ლოყებს და აბაზანისაკენ გავემართე დაოთხილი. სოფომ ბეწვზე მომისწრო მოთმინებას ვკარგავდი უკვე.
რესტორნის მენეჯერი იმდენად მშვიდი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ბოლომდე გამიძლო და ღიმილითაც გამოგვაცილა. აი იმ ჯადოსნური ღიმილის ქვეშ რამდნი გინება გამომაყოლა ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარია მე არ გამიგია. ხანდახან აფერისტობაც სასარგებლოა თორე ამას რომ ვერ ავეტანე უეჭველად საცემრად გავიწევდი და მერე ციხე არ ამცდებოდა.
-უუუფ, საშინლად დავიღალე ბაია რააა... ჩამოვეკიდე სახლში მისვლისთანავე გურის და ისიც იძულებული გახდა დივანთან მივეტანე. -რა ქენი გამაკოტრე? -კიიიიიი, ნუ ვეცადე ძალიან და რა გითხრა აბა. გავუღიმე ჩემს ხორცშესხმულ ოცნებას. -ღორუკელა ხარ რააა, ტიკვა შენა. -ჰააა, მეთქი... ტკვას მოგცემ ეხლა, შე სლივა შენ! -უუუფ, რა ბაღჩა ბაღებს მოედეთ დაწყნარდით და გურის სმოკინგი მაჩვენეთ რაააა. აჭყლოპინდა სოფო ოთახი გაირინდა და ყველა ჩვენ გვიყურებს, მიჩვეულები არიან ჩემგან ათას სულელურ იდეას და მის ხორცშესხმას, ამიტომ შემოაგდეს ეს თემაც იციან რომ რაღაც მაგარი იქნება. მოსმენილმა მოლოდინს გფადააჭარბა, ჩემი ფრთხილი ხმა ოთახში მეხისგავარდნად მოეჩვენათ გურის განსაკუთრებით: -მე ყოველთვის ჩოხიანი წარმომედინა ჩემი ქმარი ჩვენსავე ქორწილში, ასე რომ ეს ქორწილი თუ ჩემი ოცნებების ასრულებისთვისაა თეთრი ჩოხა ეცმევა... დუმილი 5 დან 10 წუთამდე გაგრძელდა და ბოლოს ერთიანი ხარხარით წაგვლეკეს ალეკომ, თემომ და კოტემ. გურიმ ენა გადაყლაპა, სოფოს ლუდი გადასცდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ანამ მზრუნველად მოგვართვა გასაგრილებლად და უცბათ: -თუკი ჩოხიანი სასიძო ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია ამ აურზაურში მაშინ ქორწილი აღარ იქნება! დაახეთქ გურიმ და ოთახიდან გავიდა. ისევ დუმილი და ჩემი კივილის ხმა თბილისის ფარგლებს გასცდა: -მოდი ეხლავეეეეე, რას ქვია არ იქნება შე დარტყმულო? შენ ვის იგდებ სასაცილოდ? შე დეგენერატო შენა?! მოეთრიე აქ და მომისმინე ეხლავეეე! არასოდეს არ გაპატიებ იცოდეეეეეეეეეეე... ვჭყიოდი დასაკლავად განწირული ღორივით. გური შემოვიდა ლუდის კათხას წაეტანა, ისე რომ ხმაც არ ამოუღია და იმის მაგივრად მუცელში გადაეშვა ჩემს თავზე დაცალა და ისევ გასასვლელად მოემზადა როცა... -მოკგლაააააააააააააააააააავ, ვიკივლე ისევ, გაკიდება ვცადე წამოვდექი და იქვე ჩავიკეცე. გონს მალევე მოვედი გურის მკლავზე მისვენებულს ერთდროულად 6 წყვილი თვალი მიყურებდა და პირჯვარს იწერდა. -გამიშვი ხელი შე დეგენერატოოო, არ მომეკარო არასოდეს. გამიშვი ხელი ეხლავე და ჩაალაგე შენი ბარგი ბარხანა მომწყდი თავიდან შე არაკაცო! ვბღაოდი სასოწარკვეთილი. ერთი კი შემომხედა, მერე ხელში ამიტაცა და ციმ-ციმ წამიღო სააბაზანოსაკენ, შემაგდო შემომყვა და კარი გადაკეტა. საშხაპე ჩართო და ასე სარაფანიან ბალეტკებიანად გამლუპა. ამოხტომა ვცადე მაგრამ ამას მოვერეოდი? -გამიშვი შე არაკაცო! მოგკლავ იცდეეე, შე ნაგავო ნუ მეხები მეთქი გამიშვიიიიიიი... ეტყობა იფიქრა ამას სხვანაირად ვერ გავაჩერებო, თავადაც წყლის ქვეშ შემოძვრა ხელში ამიყვანა და ისე მებდღვნა ტუჩებზე გეგონება ჩემი გადასანსვლა ჰქონდა გეგმაში. მეთოდმა გაჭრა, ნახევარ საათში ხალათში შეფუთნული ვიჯექი მეგობრების წრეში და ხარხარით ვსაუბრობდით ჩემს ისტერიკაზე. მხიარულება გურის ნატანჯი სახის დანახვაზე ათმაგდებოდა, რომელიც წელმოწყვეტილი იცვამდა ბოტასებს და ბიჭების სრული შემადგენლობით დარაზმული ჩოხის საყიდლად მიდიოდა... 3 საათის შემდეგ: -მარ ეს დედაარღნიანი ჩოხა ასე აუცილებელია? მირეკავს განწირული ხმით. -კი საშინლად საშინლად აუცილებელიიაააა. -რა დავაშავე ბოშუნა ჰააა? წაურაჭულა აპოლონმა. -არც არაფერი... -აბა, რათ მაძალებ ჩოხის ჩაცმასა ბოშო, ის არ მეყოფა მთელი ცხოვრება შენ რო უნდა გიყუროოო? -ვინ გაძალებს მერე? -რა იყო ბოშო საწყენად კი არ მთქვამს შე ქალო, ცხელა ამ ბოლოს ძალიან და არ გეცოდები მაინცა? -არ გიშველის ეგ რაჭული აქცენტი და თავის შეცოდების მცდელობა. -კაი ჩემი გოგო არ გაბრაზდე ოღონდ წეღანდელივით, რომ მეც არ გამომიყვანო მდგომარეობიდან და ჩოხა-ახალუხის გამო გაწყენინებ? -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ დრუნჩა წავედი გავაგრძელო ძებნა თორე დამაღამდა უკვე. -კაი არ იჩქარო.
არა რა, გამომართლა ხომ ვამბობდი? კაცი ასე იტანდეს ცოლის ისტერიკებს თან აქეთ ამშვიდებდეს და პატიებას სთხოვდეს ცოტა იშვიათია. ნეტავ, მართლა ასე ვუყვარვარ თუ თავს იშტერებს? არა აშკარად ვუყვარვარ ისეთი ვირისებურ თვალებით მიყურებს ხოლმე შეუძლებელია არ ვუყვარდე. ჩემს გვერდით ყოფნისას კანიდან აფრქვევს ბედნიერების ფლუიდებს და თვალებში გულის ფორმის სინათლე უციმციმებს. დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ, მაგრამ მე რით დავიმსახურე ესოდენ დიდი პატივი და მისი გულის მოგება არ ვიცი ნამდვილად... ამ ფიქრებში მყოფს ისე ტკბილად მიმეძინა არც გოგოების გაუჩერებელ ქაქანს შევუწუხებივარ და ვერც გურის დაბრუნება გავიგე. რეალობაში მისმა ხმამ დამაბრუნა: -დრუნჩა აბა ნახე მიხდებააა? -ვაიიიიი! შევკივლე მსუბუქად და წამოვჯექი. წარმოუდგენელია იმ განცდის აღწერა რასაც მაშინ ვგრძნობდი. ჩემს წინ იდგა თეთრ ჩოხა აალუხში გამოწყობილი ულამაზესი კაცი მთელს მსოფლიოში. ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ყბა ამიკანკალდა. ვტიროდი უაზროდ პატარა ბავშვივით, ის კი მზრუნველად მეხუტებოდა და ცდილობდა გაეგო ახლა რაღა მაბღავლებდა. რომ მეთქვა- "ისეთი ლამაზი ხარ თავს ვერ ვიკავებ მეთქი" დამცინებდა, ამიტომ მხაამოუღებლად ვტიროდი. ჩუმად, თანაბრად და ბედნიერებით სავსე. ამდენი ხნის ნაოცნებარი რომ თვალწინ დამიდგა და მოლოდინს გადააჭარბა კინაღამ წამლეკა ბედნიერების გრძნობამ. მიდი და ეს აუხსენი შენ უკრაინის დედაქალაქში "მალჩიშნიკის" გატარებით აჟიტირბულ მამრს. შეძლებთ? ვერა? ჰოდა არც მე მიცდია მივეხუტე უსუსური ბარტყივით და იქამდე ვბღაოდი სანამ ცრემლები არ გამომელია...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია ,ძალიან კარგი... ველოდები გაგრძელებას კარგია ,ძალიან კარგი... ველოდები გაგრძელებას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|