ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკი-ლექსი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2013


ბოჰემური მონოლოგი... (ეძღვნება გაფრინდაშვილ ვალერიანს)



მე არ ვარ პოეტი უბრალოდ დავწერე
ის რაც ოდესმე გულში გამივლია
არ ვგავარ ჰიუგოს მიმიგავს სახელი
და უფრო წერაში ჩემში სხვა რამეა
კარიერით კი ვარ მე ექიმი
არც პოეტურად მე არ მაქვს ჭლექი
სიმშვიდე მიყვარს არა ბოჰემა
გულში სხვანაირად მიელავს მეხი
ვაღმერთებ გიიოლს
მყავს კიდევ ბევრი რჩეული
არ მიმაჩნია ფაუსტი რომ ბუასილია
მაგრამ ვიცი რომ ამ ცხოვრების დღეგრძელობაში
ადამიანს ხელი დღესაც არ მიუყვია
არ გედავები იმაში რომ მალარმს და ლაფორგს
ადარებ ერთურთს
გემოვნების საკითხია ალბათ დღეს ესაც
მაგრამ წერაში, სტილსში, წრთვნაში
და არა დღეთა სიმოკლის გამო
პოეზია არაა დღეს კარიერა
ალბათ უფრო ხორცის სულის ტკივილი არის
სიგიჟესთან კი ახლო დღეს ეს ცხოვრება
არა იმისთვის ლექსის წერის სურვილი რომ გახრჩობს
დღენაკლულების ჩამოთვლისას სია დიდია
მაგრამ დღეგრძელი მინდა იყოს ეს პოეზია
არ მსურს დავკარგო ის პოეტი რომელიც მიყვარს
მხოლოდ იმისთვის რომ პოეტია
სქელ წიგნების ხსენებისას პოეზიაში
უამრავია მსგავსი ლეგენდა
მაგრამ ისინი არ კარგავენ ამ სიდიდეში
მათ მოკრძალებას
ჟერარ დე-ნერვალ,მორის როლლინა,ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
ჩამონათვალი კიდე დიდია
ყველა მათგანი გენიაა
თუმც არა იმისთვის რომ დღენაკლულია
სასმელს და ბახუს მხოლოდ
გულის გაღება შეუძლია, გაამაყება
და არა პოეტს ჩამოძენძილს ქუჩაში მდგომს
თუნდაც გიჟ ედგარს
მაგრამ გიჟი გიჟია?
ერთს ვამბობ მხოლოდ
შეიძლება ერთ დღს მუზას ვერ შეწვდე
ეს კი შენთვის ძაან დიდი არს ტრაგედია
და მერე ალბათ უკვე გიწევს შენ გაგიჟება
მიელტვი მუზებს არ გინდა დოგმა მსგავსი რითმები
და ერთ დღეს ეგებ გამოაღო შენ სარკმელი და
მაღლიდან ჰოპლა დაიძახო და დაეკიდო
სივრცეს სადაც გაფრენას ლამობ
თუმც ეს რითმები
აღარ მოდის სიკვდილის შემდეგ
მე არ მიყვარს ცხოვრების მკრთალი ცუდი ნისლები
ეგებ გაფრენაც დავაპირო მაგრამ არა ჯერ....

ვ.გ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები