ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2013


სიკეთის არითმეტიკული პროგრესია (ჟანრი სხვა)

მინდა ჩემი პატარა პრაქტიკული აღმოჩენა გაგიზიაროთ.
ამ აღმოჩენის მიხედვით მათემატიკა სულაც არ გამოდის ზედმიწევნით ზუსტი მეცნიერება! საკმარისია საქმეში სიკეთე და სათნოება ჩაერიოს, რომ ერთი შეხედვით ეს თითქოსდა ყველაზე ზუსტი მეცნიერება თავდაყირა დგება და ალოგიკურ ამონახსნებს იძლევა.  მეტი თვალსაჩინოებისთვის რა თქმა უნდა მაგალითს მოვიყვან.
მოკლედ აი ნახეთ: პირობითად ფარსმანმა საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვაზე, რომელიც ვაჟას დასახმარებლად ტარდებოდა, 5 ლარად შეიძინა რაიმე ნივთი, ვთქვათ ხელთათმანი. შესაბამისად ფარსმანის მიერ, ვაჟას მიმართ ქმედითად გამოხატულმა სიკეთემ 5 ლარი შეადგინა. სანამ ფარსმანი შეიძენდა, ეს ხელთათმანი სოფიამ მოქსოვა, ვაჟასთვის დასახმარებლად გამოფენა–გაყიდვაზე გაიტანა და 5 ლარად შეაფასა. ანუ შესაბამისად სოფიას მიერ, ვაჟას მიმართ ქმედითად გამოხატულმა სიკეთემაც ასევე 5 ლარი შეადგინა. მარტივი არითმეტიკული დათვლით ფარსმანის და სოფიას მიერ, ვაჟასთვის გაწეულმა დახმარებამ ჯამში შეადგინა 10 ლარი, თუმცა ფიზიკურად ეს 10 ლარი, ერთ 5 ლარიან კუპიურას წარმოადგენს. მოცემული მაგალითიდან ვასკვნი, რომ სიკეთე, თუნდაც ის ფზიკურად უცვლელი იყოს, ღირებულებით აუცილებლად ზრდისკენ ცვალებადია.
P.S. ყველას მოგიწოდებთ, რომ ვაკეთოთ სიკეთე და ჩვენ ყველანი გავხდებით პატარ–პატარა თვალსაჩინო ალოგიკურობების მომსწრენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები