ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2013


Aurora Borealis

პლაზმური სივრცე
მზე გაგიჟდა ალბათ ,
ვინ იცის...
აქ სინათლეა
ატანილი ციებ-ცხელებით,
ფერები გიწვევს
და სხივების ლამბვა,
ლიც-ლიცი...
მოარულია
და გგონია ცას აქვს ხელები.
გგონია ასე,
რომ პეშვებში
ტოკავს ირისი.

პეშვებიდან კი
წვეთი- წვეთად
დის ალიონი,
თითქოს აჟრჟოლებს
სხვა ალერსი
ღამეს... მინათევს...
სივრცეა, როგორც
უცნაური
ქამელეონი
და ეს სამყარო
გასაოცრად
გიათინათებს...

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=DeONLR-lQA8

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები