ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2013


შორეული ლანდის საუბარი გალაკტიონთან

შორეული ლანდის საუბარი გალაკტიონთან

ეჰ, გალაკტიონ,
,,მე და ღამე’’ –ს
შენი მუზა მსდევს,
,,მესაფლავე’’-ს რომ შევუარე,
სევდის ღამით წევს,
დაღონებულა ლურჯა ცხენზე
მჯდომი რაინდი,
მერის ნაზ სახეს დაემსგავსა
მთვარის ამინდი...
მზევ, თიბათვისავ,
მუხლმოდრეკით ველი
შენს სხივებს,
,,მთაწმინდის მთვარევ,’’
ნისლის ფერით
ჭმუნვით უცქერ მთებს,
შენ, სილაჟვარდევ,
სილით ვარდის
სულში ტრიალებ,
ვარდობის თვეა, გალაკტიონ,
შორით ლანდად გსდევ!
შენ, გალაკტიონს,
,,პოეტების მეფე’’ გიწოდეს,
თუმცა, მწერალნი უარყოფდნენ
დიად სტრიქონებს,
,,ძვირფასო, დედა,‘‘
არ შემფერის
შენგან სიშორე!-
აღელვებული ბობოქრობდი,
ნატვრა გიმონებს!
შენ, გალაკტიონ,
შორეული ლანდი
ნისლშიც გსდევ,
თბილისის ქუჩებს დატყობია
ნაფეხურები,
მარტოსულს ფრთხილად მომიქარგავს
ფრაზა ფურცელზე:
სულს, ხომ, არ შვენის
ლაგამი და აპეურები...
წლებია, დაგსდევ,
ვერ ვეღირსე
შენში შემოსვლას,
,,სხვაგან’’ ხარ სადღაც,
დავანებულს
გიჭირს გამოსვლა,
ლექსის წერის დროს
ძლიერების შარმით იწვოდი,
დღეს კი რითმები გაიფიცნენ
მეფის რიტმებით.
შენ, გალაკტიონ,
რუსთაველის გენით გიზგიზებ,
მიძინებული პოეზია
შენით ზეცას სჭექს...
ბავშვობის დღეებს იგონებდით,
შენ და ტიციან,
როცა შორი გზით
ლანდი მოვედ,
მარტო დამხვდი კვლავ...
ცხოვრების გზას
მოწყენილი თვალით უმზერდი,
ვერ ჰპოვე შვება,
მარტოობას ვეღარ უძლებდი,
შენ, გალაკტიონ,
პოეტები
შორი ლანდით გსდევთ
და შენი ქნარი სიმებივით
მუდამ ლაღად ჟღერს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები