 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2013 |
ეს თვე უბრალოდ მაკოპირებს და მერე უბრალოდ აჭერს „შენახვას“... დედა ვატირე ყველა ოცნების, სადაც შენ არ ხარ, სადაც შენ არ ხარ!..
ცაზე ფორმატი არის წაშლილი, ოთახში ფიქრებს მაჯას ვუსინჯავ... და ისევ ისე ციდან (ბავშვივით) მაგ თვალის ფერებს ვხატავ ფუნჯით და
გაყვეს, არ მინდა ეს დრო თავის გზას, გაყვეს, უმისოდ უკეთესი ვარ... ბედსაც ვთესავ და თურმე (რას ვიზამ) აქ ხომ სხვის ბედი უკვე თესია...
ვარსკვლავებს ჩემი მზერა აებნათ, ღრუბელს გადაყვა დარდებად ქარი... სუსტი რითმაა, მაგრამ - რა მექნა, თუ ახლა შენ ხარ უბრალოდ ქალი,
რომელიც გულში ისე ჩასახლდა, როგორც ხეს წყალი თებერვალისას. მე არ მწამს იმ გზის, სადაც შენ არ ხარ, აღარ მწამს ასეთ დღის და ხვალისა!..
უბრალოდ ასე უამინდო ვარ, უბრალოდ ასე ვნატრობ შენ ნახვას... დედაც ვატირე, თუ დამითოვა სადაც შენ არ ხარ, სადაც შენ არ ხარ!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. +5 მეგემრიელა ) +5 მეგემრიელა )
4. კარგად წერს ეს ყმაწვილი და კიდევ უფრო კარგად უნდა დაწეროს, წესით:)
ისე ლამაზად იმართლა თავი სუსტი რითმისთვის, რომ... :) კარგად წერს ეს ყმაწვილი და კიდევ უფრო კარგად უნდა დაწეროს, წესით:)
ისე ლამაზად იმართლა თავი სუსტი რითმისთვის, რომ... :)
3. ++ ჩემი ხასიათისაა ახლა. ++ ჩემი ხასიათისაა ახლა.
2. საინტერესოა შენი ყველა ლექსი.(როგირც შევატყე გნოსეოლოგიასაც დებ შიგნით) respect და ჩემგან like+++++ საინტერესოა შენი ყველა ლექსი.(როგირც შევატყე გნოსეოლოგიასაც დებ შიგნით) respect და ჩემგან like+++++
1. ლამაზია..++++++ ლამაზია..++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|