| ავტორი: რიცარი ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2013 |
ავტობუსის გასვლამდე დარჩენილია 10 წუთი. ასე 5 წლის ბავშვი, თავისზე 2 წლით უფროს ძმასთან ერთად ამოდის და მძღოლის გვერდით იკავებს ადგილს, როგორც წესი ბავშვებს სწორედ ეს ადგილი იზიდავს. 5 წლის ბიჭი, რომელსაც მე სანდროს დავარქმევ, არის შავგვრემანი, მსუქანი და მოუსვენარი. ლოყები დაწითლებული აქვს და მოუსვენრად იყორება აქეთ–იქით. 10 წუთი ზის ერთ ადგილას და დრო მოვიდა ავტობუსის გასვლისა. სწორედ ამ დროს ამოვიდა გულისამრევი , ბრიყვული გამომეტყველების ჩოყლოყი კაცი, რომელსაც ოფლის და თევზის სუნი ერთმანეთში ერეოდა, რომელსაც "საროჩკა" მოღეღილი ქონდა და თავისი ძუძუები გადმოეფინა ხალხისთვის და გულისამრევ ბალანს იწვალებდა. იმხელა ღიპი ქონდა , ღილი აღარ ეკვრებოდა, მხოლოდ ის კბილები დაეტოვებინა საჭმლის მოგლეჯა და დაღეჭვა რომ შესძლებოდა, დანარჩენი აბა რაში სჭირდებოდა?! სახე სულმთლად დაწითლებოდა და ჭინჭის ოფლი გადასდიოდა, მისი ლაპარაკისას დაიღლებოდი ისე სწრაფად და მოთქმით ლაპარაკობდა, სულს ძლივს ითქვამდა ლაპარაკისას. ამოვიდა და უსირცხვილოდ მიეჭრა პატარა ბავშვს და სკამიდან წამოაყენა, პატარა ბავშვმა ჯერ ამ კაცს გაკვირვებულმა შეხედა, კაცმა გაუმეორა ახლა იგივე, ახლა უკვე უფრო "მრისხანედ". სანდრო წამოდგა , წარბები შეხერა, გაიჭიმა და ხელები შარვალს მოჰკიდა , რომ არ ჩავარდნოდა. კაცი უსირცხვილოდ დაჯდა და მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, იქ მყოფებს ეს კაცი გულს ურევდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, ან რაზე უნდა ამოეღოთ?! სანდრო მთელი გზა ფეხზე იდგა და იერი არ შესცვლია, სულ ისეთი გაჭიმული, წარბებშეხრილი და ღაჟღაჟა ლოყებით იდგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა, გადაკითხვისას აღმოვაჩინე , რომ ბევრი შეცდომა დამიშვია, შემდეგში გამოვასწორებ! დიდი მადლობა, გადაკითხვისას აღმოვაჩინე , რომ ბევრი შეცდომა დამიშვია, შემდეგში გამოვასწორებ!
2. ჟანრი არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, თუ ავტორი თავად ჩათვლის საჭიროდ, შეცვლის. მსგავს სურათს არაერთხელ წავსწრებივარ! რამდენიც გინდა, იმდენია, ასეთი ყიამყრალი და აქოთებული უკბილო, საკუთარი „მხცოვანებით“ რომ სარგებლობს! ბოროტი ბაბაიაგა ბებიაც ბევრია! :)) საინტერესო ჩანახატი იყო! ჟანრი არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, თუ ავტორი თავად ჩათვლის საჭიროდ, შეცვლის. მსგავს სურათს არაერთხელ წავსწრებივარ! რამდენიც გინდა, იმდენია, ასეთი ყიამყრალი და აქოთებული უკბილო, საკუთარი „მხცოვანებით“ რომ სარგებლობს! ბოროტი ბაბაიაგა ბებიაც ბევრია! :)) საინტერესო ჩანახატი იყო!
1. ჟანრი არ არის სწორად მითითებული მეგობარო ეს პოეზია არაა :X ჟანრი არ არის სწორად მითითებული მეგობარო ეს პოეზია არაა :X
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|