ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2013


მოდის სიყვარული არამიწიერი

შენ ვერ წარმოიდგენ გულზე როგორ წვეთ-წვეთ,
თაფლად მედინება შენი გზავნილები,
თანაგრძნობისათვის, მადლობ რომ მომენდე,
სწორად რომ აღიქვი, გულის ნაჩივლები.
ვგრძნობ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შენ მე ბედნიერს მხდი,
ფოთლებს ნამი დასდის მაგ სიწმინდის ფერი,
ვარ სიამით მთვრალი, მთვრალი შენი ეშხით,
მოდის სიყვარული, არამიწიერი.
მე რა ბევრი მინდა, მხოლოდ სიახლოვე,
ზედმეტი რომ არ ვარ, ვიგრძნო გასახარად,
ჩემი ნახვა თუ კი, კიდევ გსიამოვნებს,
თუ დრომ დაუნდობმა, ნისლში გადამმალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები