კარიერისტული სიმშვიდე ქაოსური, ნევროზიანი მასა, ჩვენ არაფერი აღარ გვიშველის დღეს სიყვარულის გარდა. დამსხვრეული ოცნებებიდან შედედებული სისხლი მოწვეთავს, ისევ ნერვებს ვუშლი ჩემს მეუღლეს, რომელიც არ მყავს. ვცდილობ გავაბა დიალოგი ღმერთთან, მინდა ხელი ჩავკიდო ღმერთს, როგორც ერთადერთ შვილს გზაზე გადაყვანისას.
ადამიანს ყველაფერი ეზარება სექსის და ჭამის გარდა. ძილი უყვარს, მე ქართველი ვარ ცოცხალი ერის მკვდარი შვილი ანდა პირიქით.
ყველაფერი მოსალოდნელია, მოსალოდნელი შედეგის არ მწამს, გაიხადე ტანიდან ჭუჭყიანი ტანსაცმელი შენი სხეული ზვარაკად მიეცი ლურჯ ზღვას, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ ხდება, შრომის დასაწყისი სიძულვილის მანტიით ჩაცმული გვესახება და დგას მშვიდად, როგორც ირაკლი ჩარკვიანი.
წარმატების შემდეგ ვხედავთ ჰორიზონტს ამაყი მზერით - ეს სიკვდილია.
მთავარია ცურვა, სულის და ხორცის გაკეთილშობილება, განვიბანოთ აგრესიისგან, ეს სიცოცხლეა სიყვარულისგან ამომავალი მზის ენერგიით.
ყველაფრის სიყვარული ქრება როცა რჩები მარტო, ვერავინ გშველის, ვერავინ გშველის, სანამ არ გაანძრევ ხელს, გამოღვიძება ყარს და დროდადრო აყროლებული შენი სუნიც წარსულს ბარდება. ბედნიერი ვარ მე ყველაფრით, რადგან ვიცი იდიოტი ვარ, მე ამით ვმადლობ ღმერთს, გამარჯვებულ ღმერთს, მე დედაჩემი მიკეთებს კატლეტს, ეს ლექსიც რჩება, ყველაფერს აქვს დასასრული გრძნობების გარდა. ვიგრძენი რომ ვარ პოეზიისგან გალოთებული და ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეშია, რად უნდა ამას კამათი, მოკამათენო დასხედით სკამზე, მე მოვალ თქვენთან და თეთრი ლექსებით ტვინს გაგიხვრიტავთ, გევედრებით აფეთქდით, ომის დროა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პახმელიაზე რა არასწორებს ერთი :DD
ხოოო რაცშეეხება ლექსს სათაური ძალიან მომეწონა .. ლექსიც კარგი აღმოჩნდა.. წარმატებები ♥ პახმელიაზე რა არასწორებს ერთი :DD
ხოოო რაცშეეხება ლექსს სათაური ძალიან მომეწონა .. ლექსიც კარგი აღმოჩნდა.. წარმატებები ♥
1. ,, როგორც ირაკლი ჩარკვიანი." სანამ ამ ფრაზას გადავაწყდებოდი,აშკარა იყო რომ ირაკლი ჩარკვიანი ,,რაღაც შუაში იყო" :)) სულ მისი ფერები იგრძნობა ,, როგორც ირაკლი ჩარკვიანი." სანამ ამ ფრაზას გადავაწყდებოდი,აშკარა იყო რომ ირაკლი ჩარკვიანი ,,რაღაც შუაში იყო" :)) სულ მისი ფერები იგრძნობა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|