ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2013


(ვმოძრაობ წრფივად და თანაბრად...)

ვმოძრაობ წრფივად და თანაბრად
და ჩემი ყოველი ნაბიჯი
ფორმულის სიზუსტეს მოვარგე...
...............................................
გაჩეჩებთ ხელებში, უტიფრად, -
ჩემს ლექსებს,
ვგავარ იმ გამყიდველს,
რომელიც წონაში გატყუებთ...
.................................................
ვმოძრაობ წრფივად და თანაბრად
და ყელში წაჭერილ რუტინას
ვაშენებ გამომწვარ აგურით.
დავხატე ესკიზი ბაღისაც,
შადრევნის გარშემო ვამწკრივებ:
ნიგოზი, ნევროზი, ფსიქოზი...
................................................
ვმოძრაობ წრფივად და თანაბრად.
ფარდობითია სამყარო,
გამყავით, რომ როგორც ნაშთები,
ლექსები ლეკვებად დავყარო.
................................................
ბავშვობის დროინდელ ქაღალდის
თითქოს მეც შევრჩი თვითმფრინავს.
ჰაერში დაკიდულ გრძნობებით
ვერ ვირჩევ სასურველ სადგურებს.
ვიცი რომ კედელი აქვეა,
ვერ ვასწრებ ხელებში ჩამალვას
და მასწავლებლის ფეხებთან
ნიჰილიზმს იმედით ვასკდები.
მინერგავთ რჩევებს და განწყობებს
და ელით გამოსვლას კომიდან,
როგორც, სულშემოფლეთილი,
მშობელი შვილის გვამს ომიდან.
..................................................
ვმოძრაობ წრფივად და თანაბრად
მე თითქოს ათასჯერ ამომხსნეს,
დამკიდეს ვიღაცის ფეხებზე
და იქიდანაც ჩამომხსნეს.
..................................................
გაჩეჩებთ ხელებში
უტიფრად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს