 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2013 |
თუ ბედის მწერალს რამე გამორჩა, ღამის ქურდივით ვცდილობ მოვპარო, წყალწაღებული წვეთი წყაროდან, – მეტი არ მინდა! ღმერთი და რჯული! თუ ბედის მწერალს რამე გამორჩა, ეგეც ბედთან მაქვს სულ საყომარო... წყალწაღებული – წვეთი წყაროდან, რომ ზედ დავაკლა სვე–ბედის წყურვილს.
არც სიყვარული, არც მეგობრობა და არც ღმერთი ჩანს გზის გასაკვალად. სამაგალითო – ერთი მყოლოდა (ადამიანებს ნაკლებად ვუგებ)... არც სიყვარული, არც მეგობრობა, ბედმა ახლოსაც არ მიმაკარა. სამაგალითო – ერთი მყოლოდა, თუმცა, რამდენი მარგუნა მრუდე.
გულს სტკივა, თორემ, მე კი არ ვჩივი, შერიგებები ბედთან, მე მკითხეთ! რა პრობლემაა? – დედანატირი!.. რაც იყო – იყო, რაც მელის – იქნას! გულს ტკივა, თორემ, მე კი არ ვჩივი – ვიქნები ასე. ბედო, შენ კიდე (რა პრობლემაა? – დედანატირი!), იცოდე, ასეც გაგაძრობ სიქას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|