ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2013


არ მეშინია..

ღრუბელს გუნდებად შეუკრავს ყველა
ფიქრი თუ განცდა–რაც კი ჰქონია..
ღრუბელს გუნდებად შეუკრავს ყველა
წყენა თუ ტკენა.
გამიგონია

ერთხელ თუ ციდან დაეშვა ფერთა
უწყვეტი გამა,თურმე იღიმის
და სითბოს აფრვევს სევდიანს–ზეცა..
და არ განიცდის...და არ მისტირის !!

ალბათ მეც მსგავსად რუხი გუნდების,
ალბათ მეც მსგავსად ფერთა გამების
არ მეშინია არდაბრუნების..
არ მეშინია გარდაცვალების !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები