ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: დრამატურგია
18 ივლისი, 2013


თავშეუკავებლობის პროექტი,ცოცხალი მუსიკა და ბევრი სასმელი

მოქმედება ხდება პატარა  ბარში.სადაც ყოველთვის  ყავის,სიგარეტის,ალკოჰოლის და საჭმლის სუნია,გაუმართავი ვენტილაციის გამო.ირგვლივ ნახატები,ფოტოები,საჭირო თუ ნაკლებად საჭირო ნივთებია.აქვეა ძველებური მუსიკალური აპარატი,მაგრამ ფირფიტების დეფიციტის გამო თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე სიმღერები ჟღერს.აქ იკრიბებიან ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და უკვე აღმოსაჩენად გამზადებული  ხელოვანი გენიოსები,მეტად თავისუფლად მოაზროვნე  და უზარმაზარი ინტელექტით დაჯილოვებული ადამიანები. აქ ყველას ყველა უყვარს,ყველა ყველას მეგობარია.უბრალო ადამიანებისთვის აქ შემოსვლა სასტიკად აკრძალულია! ( გარდა ფულიანი ბიძიებისა).

20:30
ვატო,მიშკა,ეკა და ნიკა კედლებზე პოსტერებს აკრავენ(პოსტერებზე წარწერები დაახლოებით ასე გამოიყურება We all die young, we aren’t afraid,welcome და ა.შ..)
ვატო - აბა ცოტა სწრაფად 10 საათამდე ყველაფერი უნდა მოვასწროთ,ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს
მიშკა- ეე მოიცა  რაა ყველაფერი კარგად იქნება,გახსოვს ახალ წელსაც რა მაგრად მოვაწყვეთ ყველაფერი? ჩვენი იმედი გქონდეს
ვატო- ხო რა ვიცი ვნერვიულობ მაინც,ყოველდღე ხომ არ ხდება ასეთი ამბავი...
მიშკა- ისე გეშინია?
ვატო- არა არ ვიცი არა მგონი შეიძლება ცოტათი კი მაგრამ დიდად არა და შენ?
მიშკა- მე არა საერთოდ,ყოველთვის ამაზე ვვოცნებობდი და როგორც იქნა ეს დროც დადგა
ვატო- მიდი რა კიბეზე აძვერი და იქ ზემოთ რამე მიახატე თემატური
( მიშკა საღებავებით კიბეზე ადის , უცებ ფეხი უცურდება და იატაკზე ეცემა)
მიშკა- ფუ შენი დღეც ამას ქვია
ეკა-იტკინე რამე?
მიშკა-არა არაფერი რამე ცივი მომიტანე ,შუბლზე დავიდებ
ეკა-ეხლავე
გარბის ჩაიდნიდან ცხელ წყალს ასხამს ჭიქაში და მიაქვს მიშკასთვის
მიშკა შეუხედავად ართმევს ჭიქას,შუბლზე იდებს და ყვირილს იწყებს
მიშკა-რა მომიტანე გოგო ეს რა არის,სულ გამოშტერდი?
ეკა-მაპატიე მიშკა,არ მინდოდა ძალიან დაბნეული ვარ დღეს
მიშკა-კაი ჯანდაბას არაფერი მინდა წადი შენს საქმეს მიხედე და თავი დამანებე

კარი იღება ხმაურით,სიმღერით და სტვენით შემოდის 5 ნასვამი კაცი,ვატო მაშინვე იმათთან მივარდება
ვატო-გამარჯობა ბატონო თამაზ,რა ბედნიერებაა რომ მესტუმრეთ
თამაზი-გაგიმარჯოს ძამიკო,ჰე ახლა მიდი დატრიალდი მენიუ მომიტანე,კაცო რა გაატრაკეს საქმე ვერსად ღია რესტორანი ვერ ვნახეთ,გავგიჟდი.არადა ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ჩვენც ხომ გვინდა ჭამა
ვატო-ეხლავე ეხლავე( ეკას ეძახის) ეკა მიდი მენიუ მოუტანე ჩვენს სტუმრებს
ეკას მოაქვს მენიუ და თამაზს აწვდის,თამაზი ნერვიულად ათვალიერებს და ჩუმად იგინება
თამაზი-რა არის ამის დედავატირე,რა მოჰიტოები  და  სენდვიჩები აგიტყდათ ნორმალური საჭმელი არ გაქვთ?
ვატო- დიდი ბოდიში ბატონო თამაზ ჩვენი ბარი ძირითადად მსუბუქ საჭმელებზე და სასმელებზე მუშაობს,თქვენ მითხარით რას ინებებთ და ახლავე მოგიტანთ
თამაზი- ხინკალი მოგვიტანე,ოსტრი,ქათამი,ღვინო,ბევრი ღვინო
ვატო-კარგი ახლავე გაგიჩენთ,თქვენ არ ინერვიულოთ( ხელების ფშვნეტით შერბის სამზარეულოში და მზარეულს ეძახის)
ვატო-ლამარა ლამარა სად ხარ ქალო 
გამოდის ლამარა სიგარეტით,ჭუჭყიანი წინსაფარით და აწეწილი თმებით
ლამარა- ხო რა იყო რა გაყვირებს აქ ვარ
ვატო-ჰე მიდი ახლა დატრიალდი,ქათამი შეწვი,ოსტრი მოამზადე მე მაღაზიაში გავიქცევი ხინკლებს მოვიტან
ლამარა- შენ შემთხვევით თავი ხომ არ მიარტყი რამეს?საიდან გაგიჩინო ოსტრი და ქათამი მეკაიფები არა?
ვატო-რას გეკაიფები ეს კლიენტები არ დამაკარგვინო თორემ ჩემი ხელით მიგაკლავ მაგ გაზქურასთან
ლამარა-დამემუქრა რა ესეც..არაფერსაც არ გაგიკეთებ ფეხებზე მკიდია შენი სტუმრები მე ევროპული კერძების პოვარი ვარ და არა ქართულის
ვატო-რატომ ის დღე არ დაიქცა შენ რომ სამსახურში აგიყვანე,იდიოტი ვარ რა,ისევ მზა საჭმლის ყიდვა მომიწევს
ლამარა-იყიდე რა ,ჩემი რა მიდის,იდიოტი მე ვარ ასეთ დაბალ ხელფასზე რომ დაგთანხმდი მეტი უნდა მომეთხოვა
ვატო- ფუ შენი ბოზი დედავატირე მე(სამზარეულოდან გარბის)
ლამარა-გიჟია ეს ჩემისა
მიშკა გაკვირვებული უყურებს ვატოს რომელიც დაბნეული  დარბის მაგიდებს შორის
მიშკა-ვატო ვატო რა ხდება? ვინ არიან ესენი?
ვატოს თითი ტუჩებთან მიაქვს მერე ზევით წევს და მაღლა ანიშნებს რაღაცას,მიშკაც ზემოთ აიხედავს
მიშკა-ააა გასაგებია,ეს რა საპატიო სტუმრები გყოლია კაცო
შემდეგ მიუახლოვდება კაცებს დიდი მოწიწებით ესალმება , ხელს ართმევს სათითაოდ ყველას,მერე ბრუნდება ისევ თავის ადგილას და ხატვას განაგრძობს
ვატოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ აღარაფერს ამბობს ხელს ჩაიქნევს,კარისკენ გარბის,გასვლისას  თინას და ლელას ეჩეხება
თინა-რა დაემართა ამ ბიჭს?კინაღამ წამაქცია
ლელა-ვინაა ეს?
თინა -ბარის მეპატრონეა,არადა ჩვეულებრივ სულ სხვანაირია ხოლმე
ლელა-ისტერიაა ალბათ..
თინა-კარგადაა ნეტა?
ლელა- კარგი შეეშვი რა.. როგორ შეცვლილა ისე აქაურობა,პარიზის პატარა კაფეს მაგონებს
თინა- ხო ორი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა
ლელა-ძალიან მაგარია მომეწონა,მოდი აქ დავსხდეთ ფანჯარასთან
ეკა- გამარჯობა თინა,ახალი ვარცხნილობა?გიხდება ძალიან,რას დალევთ?
თინა- მადლობ საყვარელო.ხო მართლა გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ლელა,რამდენიმე დღეა რაც პარიზიდან ჩამოვიდა,
ეკა-სასიამოვნოა, ეკა
ლელა-ჩემთვისაც
თინა- ჩვენ ყავას დავლევთ ნალექიანს,როგორც ყოველთვის
ეკა- კარგი ეხლავე მოგიტანთ
(ეკა მიშკას- ჩვენი ჟურნალისტკაც მოვიდა,ახალი ვარცხნილობა აქვს ნახე რას გავს.
მიშკა- ის ვინ ახლავს?
ეკა- რა ვიცი ვიღაც გოგოა პარიზიდან ჩამოსულა
მიშკა- ვაა ლა ვიე ენ როუზ და რამე?
ეკა- შენ ფრთხილად ჩაქუჩი არ დაირტყა ხელზე
მიშკა- ეე ახლა ნუ დამთარსავ მაგას ჯობია ყავა მომიტანო მეც,ცოტას დავისვენებ
ვატო პარკებით დატვირთული ქშენა ქშენით შემორბის,თან სტუმრებთან მირბის
ვატო-ბოდიში ბატონო თამაზ,ახლავე ყველაფერს მოგართმევთ,სულ რამდენიმე წუთიც მოითმინეთ
თამაზი-ნუ მოგვკლავ მშიერს და რამდენიმე წუთს კი მოვიცდით,შენ მანამდე ჭიქები და ღვინო დაგვიდგი
რამდენიმე წუთი ყველა ვატოს და თამაზს აკვირდება და მერე  თავიანთ საქმეებს უბრუნდება
ლელა- მიმტანიც შეუცვლიათ
თინა- შეცვლაც კარგა ხნით მოუწევთ
ლელა-რატომ? მოხდა რამე?
თინა-ა შენ არ იცი? ან საიდან გეცოდინება.აქ ორი წლის წინ ისეთი ამბები დატრიალდა....
ლელა-მომიყევი რაა
თინა- აუ დიდი ისტორიაა მეზარება
ლელა-მიდი მიდი მოგისმენ,მძიმეა?
თინა-კი რაღაც მხვრივ კი,სიუჟეტიც მქონდა გაკეთებული ამ თემაზე,გამოგიგზავნე მგონი კიდეც. არ გინახავს?
ლელა-აუ არ ვიცი არ მახსოვს
თინა- ჯერ ის მითხარი წყევლის ან მსგავსი რაღაცების გჯერა?
ლელა- არა საერთოდ,მიდი რა მომიყევი ნუღარ სარგებლობ ჩემი მოთმინებით
თინა-არა ისე ვერ მოგიყვები უნდა დაიჯერო სხვანაირად ვერც გაიგებ
ლელა-ხო კარგი კარგი მჯერა,გისმენ
თინა-მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო
ორი წლის წინ ....


(ბიჭი არც ისე სიმპატიური)__ორი  ყავა თუ შეძლება.
(გოგო)__თქვენ რომ მარტო ხართ..?
(ბიჭი)__მეორე თქვენთვის.
(გოგო შეშფოთებული სახით)__თქვენ რაღაც გეშლებათ.
(ბიჭი)__იმედია თქვენ ხუმრობთ.
(გოგო)__(მიამიტი სახით)__შემამჩნიეთ რაიმე ხუმრობის?
(ბიჭი ციტა სერიოზული სახით)__შეიძლება ვერც შეგამჩნიეთ,მაგრამ მე იმდენად მინდა რომ,მაგასაც დავუშვებ.
(გოგო )__ Мечтать не вредно
(ბიჭი ნერვიულად)__ნუთუ ჩემში საინტერესო ვერაფერი ნახე?
(გოგო )__ნერვიული სახის გარდა ვერაფერი.
(ბიჭი დამაიმედებლად)__ხოდა ნერვიულ სახეს მივაწვეთ.დაჯექი.
(გოგო განერვიულებული)__ვერ ვიტან თავხედებს.
(ბიჭი შეწუხებული)__არ გაბრაზდეთ მე უბრალოდ ფინჯან ყავაზე გპატიჟებთ.მაპატიეთ თუ თავხედურად გამომივიდა.
(გოგო თავხედურად)__ახლა აქ რომ ხალხი არ ისხდეს გეტყოდი სად წაგეღო ეგ ფინჯანი ყავა.!
(ბიჭი აგდებულად)__მე დაგტოვებთ.--გადის.
          ღამე.გრძელი ქუჩაა...და ნახევრად ბნელი..იყო განათება აქაც მაგრამ..რა ვიცი... (ეს ისე ცნობისთვის)
  ბარი დაცარიელდა.მარტო გოგოა დარჩენილი.
ბიჭი მორიდებით და თვზე ხელის სმით შევიდა.
(ბიჭი)__ხოო ვიცი,არ უნდა შემოვსულიყავი.ერთი თხოვნა მაქვს.ხო კეტავ ახლა მაინც ბარს.გავისეირნოთ ცოტახანი.
(გოგო)__არაა იყოს.მასეთი ბანალურიც არ ვარ.
(ბიჭი)__არც მე ვარ.რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ.სეირნობას,გავლას,თუ სიარულს... უბრალოდ მინდა დაგელაპარაკო,ოღონდ აქ არა.
(გოგო)__კარგი ხოო.სულ 15 წუთით.
(ბიჭი)__სავსებით საკმარისია.
                        ქვაფენილზე ადიან.
(გოგო)__გისმენ.
(ბიჭი)__მგონია რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ.
(გოგო)__რატომ გგონია?!
(ბიჭი)__უბრალოდ მგონია.ბარში შემოსვლას არ ვაპირებდი.გარედან თვალი მოგკარი და შენი გულისთვის შემოვედი.და უფრო ახლოდან რომ დაგინახე... ჯანდაბა კინაგამ ჩავიფსი... მაპატიე ეს ხუმრობით... და
(გოგო)__რა სისულელეებს ლაპარაკობ.
(ბიჭი)__შეიძლება..მაგრამ...შენს თვალებს,შენს ტუჩებს.შენს თმას რომ.... --მიაშტერდება და უყურებს,უფრო ახლოს მივიდა.__ლოგიკურად ახლა უნდა ვაკოცოთ ერთმანეთს.
(გოგო)__არ გივარგა ლოგიკა.დროებით.
                       
ბიჭს ხელში ტაბლეტები უჭირავს და ნელნელა მიუყვება გრძელი ქუჩის აღმართს.ახლა ღამის 3 საათია და ქუჩაც ცარიელია.
გაოფლილი ადის აღმართზე.აქეთ-იქით იხედება.სუნთქვის ხმა ესმის.მოძრავ კედლებს ხედავს.ყველაფერი ფერადდება რაც ანათებს და რასაც შუქი წვდება.შენობები დიდდებიან და პატარავდებიან.
  როგორც იქნა ააღწია აღმართზე და ბარის კიბეზე ჩამოჯდა...
                 
დილა.გოგო მივიდა ბართან,ბიჭი კიბეზე ზის,ოფლი მოსდის და კანკალებს.
(გოგო)__ცუდად ხარ?
(ბიჭი)__მთელი ღამე გავათენე...--კანკალით ლაპარაკობს.
(გოგო)__სასწრაფოში დავრეკავ.
(ბიჭი)__არა არ გინდა,არ დარეკო!!!
(გოგო)__მგონი კაიფში ხარ?
(ბიჭი)__ბევრი მომივიდა,სულ შენზე ვფიქრობდი და...
(გოგო)__ახალ მე არ დამაბრალო შენი ნარკომანობა.
(ბიჭი)__არ ვარ ნარკომანი.ვერც LSD და ვერც ვერანაირი წამალი ვერ მაკაიფებს ისე როგორც შენ.
(გოგო)__შენ რა ჩემით კაიფოობ?!
(ბიჭი)__ლომკაც მაქვს ხოლმე.
(გოგო)__შენ ვერ ხარ.
(ბიჭი)__რატომ არ მიკვირს ნეტა...
(გოგო)__ახლა აღარ ხარ ცუდად?!
(ბიჭი)__შენი სხეული მავიწყებს ყველაფერს...ჯანდაბა რა ბანალური ვარ.
(გოგო)__გილოცავ...გამოიცანი.გამატარე ახლა უნდა გავაღო.
            შევიდა ბარში გოგო.ბიჭიც შეჰყვა.
(ბიჭი)__200 გრამი რამე ძლიერი დამისხი.
(გოგო)__გადაიხადე.
(ბიჭი)__ნაღდი თუ ჩეკით?
(გოგო)__ხუმრობ კიდეც.
(ბიჭი)__არაა გაბამ.
(გოგო იცინის)_აჰჰ ....მიუტანა სასმელი და დაუჯდა გვერდით.
(ბიჭი)__შენთვისაც მოიტანე..მე გადავიხდი... ”ლიჩნით”.
                გოგომ მიიტანა თავისთვისაც სასმელი.
ერთმანეთის პირისპირ სხედან.
(გოგო)__სახელი მაინც მითხარი?
(ბიჭი)__თუ კი ეს მნიშვნელოვანია.
(გოგო)__კაი არ მითხრა.
(ბიჭი)__მთხოვე.
(გოგო)__წადი შენი!!!
(ბიჭი)__ვაჟა. ...
(გოგო)__მე მაკა.
(ვაჟა)__სახელს ბევრად ჯობიხარ.
(მაკა)__შენზე იგივეს ვერ ვიტყვი.
(ვაჟა)__არცაა საჭირო.
(მაკა)__ახლოს ცხოვრობ აქ?
(ვაჟა)__კი.ამ კორპუსში.
(მაკა)__კარგია.
(ვაჟა)__შენ ასე შორიდან რატომ დადიხარ?
(მაკა)__შენ რა იცი საიდან დავდივარ?
(ვაჟა)__უბრალოდ ვიცი.
(მაკა)__რაღაც არავინ შემოდის ბარში.
(ვაჟა)__ამ წუთისთვის კარგია.
(მაკა)__შეიძლება.
(ვაჟა)__ახლა იცი რას ვიზამ?
(მაკა)__რას?
      ვაჟა მუსიკალურ აპარატთან მივიდა და Leonard cohen a thousand kisses deepჩართო.
(ვაჟა)__ცეკვავ?
(მაკა)__თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ ამ მუსიკაზე რომ არ ვიცეკვო არ შეიძლება.
(ვაჟა)__ხოო მეც მიყვარს.--ხელი გაუწოდა.
            ცეკვავენ.
(ვაჟა)__სასიამოვნო სურნელი გაქვს.
(მაკა)__მადლობ.
(ვაჟა)__არაფერს.
      ისევ ცეკვავენ.სიგარეტსაც მოუკიდეს...კიდევ ცეკვავენ.

                          20 წუთის შემდეგ.
მაკა მაგიდასთან ზის.ხელები მაგიდაზე უდევს და თავი ხელებზე.თვალები უჩანს მარტო...წინ -- საფერფლე  საიდანაც სიგარეტის ბოლი ამოდის.წითელი ხელები აქვს მაკას,სისხლიანი.....დგება და ვაჟას უახლოვდება,რომელიც სისხლის გუბეში ცურავს,ხოლო მის გვერდით კი დანა გდია ისიც რა თქმა უნდა სისხლში მოსვრილი. 
თამაზი-(უკვე საკმაოდ მთვრალი თავის ერთ-ერთ მეგობარს ეხვევა,კოცნის ) შენ გენაცვალე მე,შენ იცი ვინ  ხარ? შენ ხარ  ჩემი ძმა და სიყვარული,მოდი  კიდევ ერთხელ უნდა გაკოცო,მე მინდა ჩემი პატარა ძამიკოს თამადობით მეგობრების და მეგობრობის სადღეგრძელო დავლიო
ყველა ისევ მოქეიფეებს უყურებს,მაგრამ ამჟამად უკვე უკმაყოფილო სახით,შემდეგ ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმეს
ლელა-ანუ ადგა და უბრალოდ მოკლა? მიზეზის გარეშე?
თინა- ნუ როგორც გამოძიებამ და ექსპერტიზამ აჩვენა ცოტა გადახრები ჰქონდა ფსიქოლოგიური და საგიჟეში წაიყვანეს,თან ამ ადგილას ადრეც ხდებოდა ხოლმე მკვლელობები.თურმე აქ ერთხელ ქმარს ცოლისთვის შეუსწრია ღალატისას და ორივე მაშინვე დაუხოცია,ოღონდ დეტალებში აღარ მახსოვს,ძალიან ძველი ამბავია...ამბობენ ეს ადგილი დაწყევლილიაო...
ლელა-და შენ გჯერა?
თინა-რა ვიცი აბა.. არაფერია გამორიცხული
მიშკა- მოკლედ ამ ჟურნალისტებმა რომ არ ჩააჯვან ყველაფერში ისე არ შეუძლიათ,როდემდე უნდა გვაბოლოთ სინდისი არ გაქვთ ვაფშე?( თინას-არ გეწყინოს თინა ხო იცი როგორ მიყვარხარ)გამარჯობა გენაცვალე,მე საშკა ვარ
ლელა-ლელა...სასიამოვნოა..
მიშკა-ლელა,ამათ არ უსმინო გაგარეკინებენ ბოლოს
ლელა-(იღიმება) ანუ შენ ამბობ რომ ყველაფერი სხვანაირად იყო?
მიშკა- ნუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,სავალდებულო არაა გიჟი იყო ან ადგილს ქონდეს საკრალური მნიშვნელობა,ჩვენ ყველანი პოტენციური მკვლელები ვართ.აი მე მაგალითად დიდი სიამოვნებით მოვკლავდი იმათ ვინც უაზრო და ბანალურ პროექტებს ქმნის ვითომ ნიჭიერი ადამიანების აღმოსაჩენად.ავდგებოდი და ყველას ერთად შევყრიდი გაზის კამერაში,მაგრამ ესეც რომ ბანალურია? თუმცა ეხლა უკვე ამას რაღა მნიშვნელობა აქვს
თინა- რა მოხდა იმ პროექტშიც ვერ გაიმარჯვე?
მიშკა- გავიმარჯვე? საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა.მაგ გამოსირებულებმა ზღვის დახატვა მომინდომეს,მეკაიფებიან ეს ჩემისები მგონი
ლელა- რატომ?  მგონი ზღვა მშვენიერი თემაა,თან ამ ქალაქისთვის..
მიშკა-რაა? რა თქვი? ზღვა? ეს ხომ კატასტროფაა.ვერ ვიტან ზღვას,ვერ ვიტან მის სუნს,აი პატარა რომ ვიყავი..
თინა,ეკა ერთად-აუუ დაიწყო ისევ
მიშკა- მოითმინეთ რაა...აი პატარა რომ ვიყავი მამაჩემმა შორს,ზღვაში გამიყვანა და დამტოვა მარტო,დიიახ დიიახ სრულიად მარტო..ცურვას ისწავლისო.მე კიდევ შემეშინდა და ჩაძირვა დავიწყე.შენ ვერ წარმოიდგენ რა საშინელებაა როცა იხრჩობი და მშველელი არსაიდანაა,ყურები გიგუბდება,გულის ცემაც გარკვევით გესმის,კუნთები გეჭიმება.ფილტვები წყლით გევსება..ძვლივს გამომიყვანეს ნაპირზე.და სწორედ იმ მომენტიდან შემძულდა ზღვაც,მამაც და საკუთარი გულისცემაც კი
ლელა- ისე რა საინტერესოა მამას ზღვის გამო რომ შეიძულებ
თინა- კარგი რა მიშკა,ეს უბრალოდ ფობიაა და არა ზიზღი,ხოლო ამ ფობიის გამო იმ საქმეებზე უარი არ უნდა თქვა რამაც შეიძლება წარმატება მოგიტანოს
მიშკა- აუუ გამომივიდა რა ესეც ფსიქოლოგი,ტოჟე მნე ფროიდ.მე წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი იმიტომ რომ არასასურველ დროსა და არასასურველ ადგილას დავიბადე,სადაც უნიჭოებს უფრო მეტად სცემენ პატივს ვიდრე იმათ ვისაც რაღაცის გაკეთება და სიახლის შემოტანა შეუძლია.აი ესაა სწორედ  ჩემი სასჯელი
ეკა- შენ ოღონდ შენი უნიჭობა გაამართლო და ყველაფერზე ხარ წამსვლელი,ნუ გშურს სხვების და საკუთარ თავს მიხედო არ გირჩევნია?
მიშკა- შენ ვისთვის რა გაქვს სათქმელი ,ყველას ტრაკში უძვრები ვისაც ცოტა ფული და თანამდებობა აქვს,ვინც ცოტათი მაინც ცნობადი სახეა.აი მაგალითად თინას კომპლიმენტებით ავსებ და სხვებთან კიდევ ლანძღავ და დასცინი,სექსი გაქვს  ბიჭთან ვისაც სულ ცალ ფეხზე კიდიხარ და თავის წარმოსახვით მეგობრებს და შეყვარებულს ვერ ელევა,ამ წარმოსახვით შეყვარებულზეც კი ეჭვიანობ და  გშურს მისი
ეკა- კარგი რაა შიოს თავი დაანებე
მიშკა-იცი ვინ არის შენი შიო? ერთი პაკაზუხა როჟა რომელსაც მარტო ის უნდა სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოს  მეტი არაფერი
ეკა-ის თქვენ ყველას ერთად აღებულს გჯობიათ.რატომ არის შენზე ცუდი?იმიტომ რომ  ბევრს არ ლაპარაკობს? თუ თქვენი ყალბი გამოხტომებით და განსხვავებულობით არ არის აღფრთოვანებული? იმიტომ რომ მეგობრობის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს? ამიტომაა ცუდი?
მიშკა-შენთვის კიდევ იმიტომაა კარგი რომ შენთან წევს არა?...ეკა მაგარი როჟა ხარ რა ( სიცილი)აჰა აი ისიც გამოჩნდა ,შენი სათაყვანებელი არსება
შემოდის შიო არავის აქცევს ყურადღებას,პირდაპირ ვატოსკენ მიდის,უცებ წიგნი უვარდება ხელიდან,წუგნიდან ფურცლები ამოცვივდება,ეკა მაშინვე წამოხტება და ფურცლების აკრებაში ეხმარება
მიშკა-შეხედე რა დღეშია.მართლა დებილია ეს გოგო.და ეს ბიჭი კიდევ რა წიგნს კითხულობს ვერ გავიგე
ლელა-შენც ნახე რა აწერია
მიშკა-მასწავლა რა ჭკუა,არც სათაური აწერია და არც თვითონ გვაძლევს წასაკითხად ,ცოცხალი თავით არ თმობს
ლელა-უცნაურია
მიშკა- ჰოდა სწორედ ამ უცნაურობით ახდენს შთაბეჭდილებას,მაგარი მოთამაშეა
თამაზი-ვატო მოდი ჩემი ბიჭი აქ
ვატო-გისმენთ ბატონო თამაზ
თამაზი-მე მინდა ჩვენი მასპინძელის,ვატოს სადღეგრძელო დავლიო და მადლობა გადავუხადო ამ მშვენიერი სუფრისთვის
ვატო-რისი მადლობა ბატონო თამაზ,გეკადრებათ? პირიქით ძალიან გახარებული და დავალებული ვარ თქვენი სტუმრობით
თამაზი-ჰოდა მაგიტომაც მიყვარხარ,( ყურში ჩასჩურჩულებს ყველაფერი ჩემს ანგარიშზე ჩაწერე)
ვატო-და ვინ გადაიხდის?
თამაზი-ხომ გითხარი ჩვენს ანგარიშზე ჩაწერე მეთქი
ვატო-მაგრამ დღეს ხომ...
თამაზი-(ხელს გადახვევს)კარგი რა თუ ძმა ხარ,ვთქვი და შევასრულებ კიდეც,ჰე მიდი დალიე სამადლობელო თორემ გაგვიშრა ყელი
ვატო-კარგი რა გაეწყობა,(იღებს ჭიქას და უსიტყვოდ სვამს)
შემობრუნდება და  შიოს  დაინახავს რომელიც კუთხეში დგას და წიგნს კითხულობს,დაუძახებს
ვატო- შიო მოხვედი? ცოტა დაიგვიანე
შიო-ჰო ცოტა,ნიკა დარჩა გუშინ ჩემთან,ისევ სახლიდან წამოვიდა.დღეს მოაკითხეს მშობლებმა და სახლში დააბრუნეს დიდი ზარზეიმით.უი მოსულა უკვე აქ
ვატო-(თითქმის არც უსმენს თავისთვის ლაპარაკობს) დავიღალე ყველაფრით,ან რისი იმედი მქონდა დაჯექი და უსმინე ახლა ამათ ხუთსაათიან სადღეგრძელოებს,არადა როგორ გავაგდო...შენ კიდევ როდემდე უნდა გქონდეს სახლში თავშესაფარი მოწყობილი..არ დაიღალე?
შიო-შენ რაღაც საქმე გქონდა მგონი
ვატო-ხო კინაღამ დამავიწყდა..მოკლედ ბარმენი აღარ გვყავს,წავიდა სამსახურიდან. ოჯახთან ერთად უნდა შევხვდე ამ დღესო და იქნებ შენ შეგეცვალა რამდენიმე საათით? გადაგიხდი კიდეც
შიო-ფულს ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს.კი,ვიმუშავებ, სახლში რა ვაკეთო აბა
ვატო-კარგი მადლობა,შეგიძლია ეხლავე დაიწყო მუშაობა თუ გინდა,10 საათამდე ცოტა დრო დარჩა...დღეს მაგარი ფართი გვექნება, ცოცხალი მუსიკა და სასმელზე 50 პროცენტიანი ფასდაკლება,მეგობრებიც მოიყვანეთ
მიშკა- ეეე ატრაკებ ახლა  რა ფასდაკლება აბა უფასოაო?
ვატო-უფასო ბებიაშენისამ,მეგობრები კი ვართ მაგრამ ბიზნესი ბიზნესია
მიშკა-რაღა დროს ბიზნესია შეჩემა
ვატო-რა იცი რა ხდება...

თინა- 10-ის ნახევარია უკვე...რა დრო გასულა
ლელა- ხო ჩემი წასვლის დროა
თინა- რა მიდიხარ?
ლელა- მეც ჩემს ახლობლებთან ერთად გადავწყვიტე შევხვდე ამ დღეს,სხვანაირად არ შემიძლია
მიშკა- აუ შენც იმათთნაირი ხარ რა, დღესაც კი არ შეგიძლია ვიღაცების ზეგავლენიდან გამოხვიდე,სულ რატომ უნდა უმტკიცო ვირაცას რომ კარგი ხარ
ლელა-ზეგავლენა რა შუაშია ვინც მიყვარს იმათთან მივდივარ
მიშკა- ყველა მასე ამბობს..ყველანი ერთნაირები ხართ. აი ნიკაც ერთი შეხედვით  მშვენიერი ბიჭია,საღად მოაზროვნე,მაგრამ რად გინდა,რაღაც სირულ ლექსებს წერს რომ ხალხს თავი მოაწონოს ,
ნიკას მიუბრუნდება,რომელიც სიმღერებს უსმენს პლეერში და რაღაც უცნაურ ილეთებს აკეთებს
მიშკა- ნიკაა
ნიკას არ ესმის,ისევ ეძახის,ბოლოს წამოდგება და პლეერს წაართმევს
ნიკა გაკვირვებული უყურებს
მიშკა- ნიკა აბაა წაგვიკითხე რა შენი რომელიმე ლექსი
ნიკა- აუ მიშკა თავი დამანებე რა,დღეს მაინც
მიშკა- მიდი რა ძმურად,ეს ჩემი ბოლო თხოვნაა
ნიკა - ჰო კარგი მოიცაა ( ყელსახვევს შეისწორებს და იწყებს)

კენჭებით სავსე ქუჩაზე წევს ჭადრის ფოთოლი,
არხეინობს და არ ადარდებს სამყაროს მტვერი,
კეთილი ქარი უზრუნველყოფს მის მარტივ ტრანსპორტს,
მეეზოვეა, ერთადერთი დღეს მისი მტერი...
საბრალო ფოთოლს არ აძინებს თევზების სტვენა,
მარადწითელა ხეებზე რომ სხედან დილიდან,
ჩამოიქროლებს და მის ზურგზე  მოკალათდება,
პურის ნატეხი გადმონასროლი შეფის ბინიდან.
ატეხავს ყეფას, გაგიჟდება მეზობლის ძაღლი,
რომ დაინახავს მის ულუფას ფოთლის კლანჭებში,
შემოდგომაა, ზამთარი თუ გაზაფხულია,
ფასი ერთი აქვს დედაზე ფიცს სულის ვაჭრებში.

მიშკა-ეს რა იყო?
ნიკა- ლექსი,როგორც მთხოვე,ახლა მოვიფიქრე
მიშკა- ხო კარგი კარგი ჯობია რასაც აკეთებდი იმას მიხედო ისევ
ლელა-მე წავედი,მშვიდობით ( დგება და მიდის)
თინა- აი ჩემი ოპერატორიც მოვიდა,პირდაპირი ეთერი მექნება ბარიდან
მიშკა- ვაა რა მაგარია,როგორ დაგრთეს ნება?
თინა- დღეს ყველაფრის უფლება მაქვს
თამაზი-პირდაპირი ეთერიო? ტელევიზიაც მოვა? მშვენიერია.მოდი ჟურნალისტების და ტელევიზიების სადღეგრძელო დავლიოთ,ისინი რომ არა ჩვენც არ ვიქნებოდით ასეთი ცნობილები და მოთხოვნადი.თქვენ გენაცვალეთ.ძალიან მიყვარხართ
თინა- დიდი მადლობა ბატონო თამაზ
თამაზი შესვამს ღვინოს,ჭიქას გადმოაბრუნებს -აი ასე მტერი დაგეცალოთ,ანუ კონკურენტი ტელევიზიები ( იცინის)
მიშკა-  ვატო აღარ დავიწყოთ ? 10 საათია უკვე
ვატო-მოვიცადოთ რა ხალხი არ ჩანს ჯერ
შიო- არც არავინ მოვა,შეეგუე იმას რომ ახლა ყველას ფეხებზე კიდია შენი ბარი,ყველა თავის პონტში ხვდება ამ ღამეს და თქვენც როგორც გინდათ და როგორც დაგეგმილი გქონდათ ისე უნდა გაატაროთ ეს დრო,მაქსიმალურად გამოიყენოთ
მიშკა- მართალია ეს კაცი,დავიწყოთ რა უკვე
თინა- ბალანსი გასწორებულია,ეკა მოდი შენ აქ სკამზე ჩამოჯექი კადრში გამოჩნდე მინდა,ჰე დაუკარით რამე
თამაზი- აბა ბიჭებო სერიოზული ,ოპტიმისტური სახეები მივიღოთ,ხალხს მაგალითი მივცეთ როგორც ყოველთვის და იმედი ჩავუსახოთ
თინა- აბაა დავიწყეთ გადაღება.
თინა- მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო,როგორც იცით  დღეს საღამოს, ზუსტად  12 საათზე ამოქმედდება საერთაშორისო პროექტი  ” თავშეუკავებლობის შესახებ”,კიდევ ერთხელ მოგახსენებთ რომ იმ ქვეყნებმა რომლებიც ფლობენ ატომურ იარაღს,მეტად უცნაური გზით, ყველა რადიოაქტიური სადგურის აფეთებით  გადაწყვიტეს  უარი თქვან ამ იარაღის გამოყენებაზე,რა თქმა უნდა ამ ნაბიჯს ფატალური შედეგი მოჰყვება და დედამიწა მთლიანად  განადგურდება,მაგრამ სამაგიეროდ კოსმოსში დაისადგურებს სრული სიმშვიდე.მე ეხლა ვიმყოფები ერთ პატარა ბარში სადაც რამდენიმე ახალგაზრდამ და ასევე რამდენიმე ცნობილმა სახემ,გადაწყვიტა ორიგინალურად,ბარში  შეხვდეს ამ მოვლენას და აისრულოს ყველაზე სანუკვარი სურვილები,მათ შორის მეც.შემიძლია ახლავე დავიწყო აი მე ყოველთვის მინდოდა მეთქვა ჩემი პროდიუსერისთვის პირდპირ ეთერში რომ უკან გაეთხარა ყველა ის იდიოტური სიუჟეტი რაც ძალით თუ ნებაყოფლობით გადამაღებინა,რომ სიამოვნებით ჩავაძაღლებდი და სინდისიც არ შემაწუხებდა და მე ბედნიერი ვარ დღეს რომ ჩემთან ერთად ეს ნაბიჭვარიც გაქრება. ეხლა კი ავდგები და ცხოვრებაში ბოლოჯერ ძალიან ძალიან ძალიან ბევრს  დავლევ,ბევრს შევჭამ და სულ ფეხებზე დავიკიდებ დიეტას
მიშკა- მე კიდევ გადავწყვიტე სანამ 12 საათი შესრულდება რამდენიმე წუთით ადრე,ავიღო იარაღი  და აი აქვე ტვინი გავასხა.უნდა დავასწრო სიკვდილს და მე თვითონ მივაკითხო
ნიკა- მე და ეკამ გადავწყვიტეთ დავივიწყოთ ჩვენი უიღბლო სიყვარული,ჩვენი საყვარელი ადამიანები და უსიყვარულო სიყვარულით დავკავდეთ ,არა ეკა?
ეკა- კი კი ნამდვილად
თამაზი- (ჰალსტუხის სწორებით) ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო მე  უზომოდ ბედნიერი ვარ  დღეს,რადგან საშუალება მომეცა ბოლოჯერ პირდაპირი ეთერის საშუალებით გაგსაუბრებოდით და გამოგმშვიდობებოდით,მინდა ვთქვა,რომ ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ,ამ ბოლო პერიოდში,არ შევეპუეთ დაბრკოლებებსა და წინააღმდეგობებს,მედგრად ვიბრძოდით და გავიმარჯვეთ კიდეც და სწორედ ეს დღეა ჩვენი დიდი გამარჯვებისა  და დაუღალავი შრომის შედეგი,სწორედ ამ დღემ დაანახა სრულიად კაცობრიობას თუ რა შეგვიძლია ჩვენ,ერთ პატარა ერს.მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიშის კანკალით ელოდებიან სამყაროს აღსასრულს ჩვენ სიხარულითა და დიდი შემართებით ვხვდებით ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას....
ვატო -ახლაც რომ იტყუებიან ეს...(მიშკა პირზე ხელს აფარებს) თინა თამაზს მიკროფონს ართმევს
თინა -მოკლედ ასე ჩემო მეგობრებო ჩვენ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით რადგან მიუხედავად იმისა,რომ ცენზურა აღარ არსებობს,შეიძლება ეკრანებთან ბავშვები ისხდნენ და ამიტომ მძიმე კადრების გაშუქებისგან თავს შევიკავებთ.შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ბალეტიდან ”გედების ტბა.” ისიამოვნეთ.
ფარდა იხურება..სცენაზე გამორბიან ბალერინები და ასრულებენ ”პატარა გედების ცეკვას”.

23:45

იხსნება ფარდა
მიშკა იარაღით დარბის,ვატო დასდევს და ცდილობს იარაღი წაართვას,ნიკა დივანზეა გაწოლილი თავთან ეკა უზის და ეფერება,აშკარად ბედნიერები არიან,თინა ნიკას ფეხებთან წევს,ხელში სასმელი და პიცის დიდი ნაჭერი უკავია.თამაზს თეფშში ჩაურგია თავი და რაღაც სიმღერის მსგავსს ბგერებს უშვებს,მისი მეგორებიდან ნაწილს იატაკზე ძინავს,ნაწილს-მაგიდაზე
თამაზის მობილური რეკავს..
თამაზი-ალო..ხო საყვარელო,სად ვიქნები სამსახურში,რა? არა რა ბარში შეგეშალე ეტყობა ვიღაცაში,რა პირდაპირი ეთერი მონტაჟია არ დაიჯერო,ცოტაც მოითმინე და მოვალ სახლში სულ მალე,ხომ იცი როგორ მიყვარხარ( თიშავს მობილურს და აგრძელებს ძილს)
ვატო ისევ მიშკას დასდევს იარაღის წასართმევად,რომელიც უკვე მაგიდის ქვეშ შემძვრალა და იქედან ხან საკუთარ ტავს უმიზნებს იარაღს ხან ვატოს
ვატო-კარგი რა მიშკა დააგდე  იარაღი რად გინდა ეს თვითმკვლელობა,მალე მაინც ყველა დავიხოცებით
მიშკა-(შეშლილი სახით გამოვრება)საქმეც მაგაშია,ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდოდა ვყოფილიყავი ორიგინალური,რაღაც ისეთი გამეკეთებინა,რაც სხვას არ შეუძლია მაგრამ აარა მე ერთი უბრალო ტიპი ვარ რომელსაც არაფრის ტრაკი არ აქვს,ეს ერთგვარი თავის მოტუყებაა,ბლეფი,სნობიზმი,თვითრეკლამა..ფუი
აგდებს იარაღს და მოწყვეტით ეცემა სკამზე
ვატო შვებით ამოისუნთქებს და შიოს უახლოვდება
შიო დახლთან დგას და სასმელს ასხამს
ვატო- (შიოს) ყველამ ასე თუ ისე აისრულა სურვილები და შენ რას აკეთებ სულ ცოტა დრო დარჩა
შიო-მერე ვინ თქვა რომ არ ავისრულე?
ვატო-ანუ?
შიო-იცი რა არის სტრიხნინი?
ვატო-არა..არ გამიგია
შიო-აგატა კრისტის დეტექტივები წაგიკითხავს?
ვატო-რამდენიმე კი მაგრამ ეხლა ეს რა შუაშია
შიო-იცი სტრიხნინი აგატა კრისტისთვის მკვლელობის ყველაზე  საყვარელი საშუალება იყო
ვატო-რაა?
შიო- მოკლედ ეს საწამლავი დაახლოებით  10 წუთის წინ ჩავამატე თქვენს სასმელში  და სავარაუდოდ სულ რამოდენიმე წამში უკვე კრუნჩხვები დაგეწყებათ,შემდეგ აგონიაში ჩავარდებით და შესაბამისად დაიხოცებით კიდეც
თამაზი უცებ გამოფხიზლდება-ეს რა ჩაიდინე შე ნაბიჭვარო,ეს ხომ ეს ხომ...
უცებ თინას კივილი გაისმა,ტკივილისგან იგრიხება,ახველებს,სახეს იკაწრავს,საცოდავად ხრიალებს..მალე იგივე ემართება დანარჩენებსაც.

ყველაფერი ბნელდება

ისმის მხოლოდ ტელევიზორის ხმა- მოგახსენებთ,რომ სულ ახლახანს გავრცელდა ახალი ინფორმაცია ,რომ პროექტი ”თავშეუკავებლობის შესახებ” არ განხორციელდება,რადგან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ მოხერხდა  მოკავშირე ქვეყნებს შორის  გარკვეულ საკითხებში ინტერესთა თანხვედრა.ამიტომ  ატომური იარაღის გამოყენება გაურკვეველი ვადით გადაიდო...

სცენაზე ჩნდება ლელა და უცნობი გოგო
გოგო- არა ეს ადგილი ნამდვილად დაწყევლილია
ლელა- ხო რა ვიცი
გოგო- ის გაასამართლეს?
ლელა- კი,დახვრეტა მიუსაჯეს,მაგრამ შეიძლება სამუდამო პატიმრობით შეუცვალონ,ფსიქიკური აშლილობა აქვსო.
გოგო- რატომ ჩაიდინა ეს ყველაფერი?
ლელა-სასამართლოზე თქვა ყველამ თავისი სურვილი აისრულა და მეც მათ შორისო...
გოგო- არა არა ეს ადგილი მართლაც დაწყევლილია
ლელა-ვინ იცის,ვინ იცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები