მა მე აღარ ვარ პუტკუნა ბავშვი.. მახსოვს წახვედი,დაგვტოვე მარტო იცი?გეძახდი ბევრჯერ სიზმარში.. დედაც გნატრობდა და დღესაც გნატრობს... ჩემი დაიკოც აღარ ღუღუნებს.. უკვე აიდგა ორივე ფეხი, თურმე რამდენი წელი გასულა?! იცი?დედიკო შენ ისევ გელის.. მა...მე აღარ მაქვს ნატკენი მუხლი, დროს თან მიყვება,ჩემი ბავშვობა, მე ახლა მხოლოდ-ღა მტკივა გული, თამაშიც იცი? შენთან მინდოდა.. შენ არ გინახავს: ჩემი ბავშვობა, არც ფეხის ადგმა გინახავს,ვიცი.. პირველი სიტყვაც არ გისმენია, მხოლოდ ოთხისამ შეგიტყვე..იცი? იცი?ჩვენ დღემდე ვინახავთ იმ დროს, ჩემ თეთრ ფაჩუჩებს,დაიკოს კაბას, დედა ისევე სულ თან ატარებს, შენს გულსაბნევს და იცი?მარტოა.. ვიცით არ მოხვალ,მე არც კი გიცნობ.. ალბათ შენც აღარ გახსოვართ ახლა, მგონი ქუჩაში გნახე შემთხვევით.. ნეტავ მიცანი?თუმც არ გახსოვარ.. ვეღარ ეტევა,მთელი ცხოვრება იმ ფაჩუჩებში,ვერც იმ კაბაში.. და ვერც ტკივილი ვერ ჩაეტევა, დედის ცრემლიან და ტკბილ ნანაში.. გულისჯიბით, რომ დაგქონდა ვიცი, როს მოიტანდი ჩემს თეთრ ფაჩუჩებს.. ნეტავ თუ დაგაქვს ახლა შენ გულით ჩემი ღიმილი,შენ რომ გაჩუქე!.. იცი?აღარ ვარ პუტკუნა ბავშვი, აღარც მუხლები არ მაქვს ნატკენი.. აღარც სიზმარში არ გეძახი და.. რაღადროსია..თუმც მედარდები..
ბედნიერება ავტორს!!! ლექსი ემოციური შტრიხებითაა დატვირთული და კარგად აღქმული ავტორის მიერ, მითუმეტეს როდესაც აუდიო ვერსიას ისმენ ეს ემოცია გადამდები ხდება, ამიტომ ამ ემოციისთვის +.
ბედნიერება ავტორს!!! ლექსი ემოციური შტრიხებითაა დატვირთული და კარგად აღქმული ავტორის მიერ, მითუმეტეს როდესაც აუდიო ვერსიას ისმენ ეს ემოცია გადამდები ხდება, ამიტომ ამ ემოციისთვის +.