ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ ჯ
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2013


მინდა ვიყო

მინდა ვიყო ქართველი,პატრიოტი ქართლელი
სტუმრის მასპინძლიანი,ბევრი ვაშლის გამზრდელი
მინდა ვიყო კახელი,ღიპიანი ქართველი
არასდროს არ მეშინოდეს,ჩემი ვაზის დასეტყვის

მინდა ვიყო მეგრელი, ფულის ყველაგან მძებნელი
ჩქიმი დიდას გიფუჩუანქ, არ მომივა ზედმეტი
მინდა ვიყო სვანი,კოშკებით და პლანით
ბრძოლებში გამოწრთობილი,ძვალმაგარი მკლავით

მინდა ვიყო ნამდვილი აფხაზი და ოსი
იმერელი, რაჭველი, ბევრი ჭირის მნახველი
მინდა ვიყო მოხევე,ცხვრების ფერმის მქონელი
ფშავ-ხევსური ნაქები, მინდა ვიყო ქართველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები