ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2013


აი დებილობა ამას ჰქვია

თუ ამ ქვეყნად სადმე, რამე კარგი არი,
და ამ ქვეყნად რამე კარგი დარჩენილა,
სულ ჩემია ყველაფერი ერთბაშად,
სულ ჩემია, მე ვიყიდე ერთ ბაშად*.
თუ ხმა ყურმა მოისმინა და მიიღო,
ტვინმა, როგორც წყლის ხმაური ბუნებამ,
ეს ლექსი ხო მე დავწერე და ჩემია,
ჩემი ლექსი არის ჩემი სიმღერა!
და მეც ვმღერი ისევ ისე, როგორც ადრე,
არ ვცრუობ და არც ვამატებ, არც ვაკლებ,
ეს ფერები ყველგან მე რომ მიმოვფანტე,
დამიჩოქეთ, ყველამ ცეცხლი დამინთეთ!
სულ ჩემია ყველაფერი რაც კი რამე,
დამიხატავს, დამინახავს, მიპოვნია,
შეგროვდით და დამიბრუნეთ ყველამ ერთად,
რაც კი თქვენთვის ოდეს რამე მიჩუქნია!
ნუთუ ცაზე ორჯერ მეტი, ვარსკვლავი რომ ყოფილიყო,
ანდაც დილით ერთით ნაკლებ, მერცხალს, რომ არ გაეფრინა,
რაც იქ მოხდა, სიზმარი რომ ყოფილიყო,
ანდაც იმ დღეს, შენთან რომ არ დამეძინა,
არ გნახავდი ისეთს, როგორც გხედავ ახლა,
ვერ ვიგრძნობდი შენი მზერის დასასრულს,
მოწამლული საყლაპავით ვერ დავლევდი,
მახვილისგან მუხლით შეჭრილ კალაპოტს!

*ბაშად - ბეში, გროში, ლარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები