ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როინ ფალიაური
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2013


  ჩამოტვირთვა

************

უძილარი ველოდები ჩემს ხმას,
უკაცური გულის ქვაბის ექოს
მთვარე ისევ შეშასავით მჩეხავს
ნელი, ღამის ცეცხლში შემიკეთოს

ადრე იყო, იყო სალი კლდობა,
მწვერვალების სიციალე ჯაჭვად
ხავსი მოსდო მეგობრობამ ნდობას
და მას ვეღარ ჩამორეცხავს ჭაჭაც.

სულ რამდენი დაპირებაც გაცვდა
იმდენ ღამეს გამითეთრებს ციხე
მაგრამ ისევ შემთავაზონ გაცვლა
მაინც თავს იმ ბრმა სიქორფეს მივცემ.

აღარასდროს ვიხედები ჩემს წინ
იქ სიკვდილის ცივი თვალებია.
თავდახრილი ვიყურები ფერხთით
ნაბიჯებში დრო გამბლანდებია.

ბევრმა თქვა, რომ გაფრინდაო ყრმობა,
ჩემთვის ციდან დაენარცხა ღობეს
მავთულხლართით მე რომ თქვენგან მყოფს და
აღარა მაქვს გადავახტე ღონე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები