ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2013


გადაძახილი


რომ არ ვთქვა, გული გასკდება,
დარდით და ბოღმით ნასეტყვი,
ჩვენს ყოფას თუკი უყურებ,
ჩემო მოხევევ, რას მეტყვი?
რას მეტყვი? - ბევრი დამიწდა,
უცხო მიწაზე საჯიშე.
შუბლზე ძარღვი რომ გაგვიწყდა,
გაგვქელეს, გადაგვაჯიშეს.
პირში რომ გველაქუცება,
ზურგსუკან გვითხრის სამარეს,
მითხარ, ეგეთი მოყვარე
ბევრი გინახავს ამ არეს?
რაც მტერს გადურჩა, შინაურ
უგნურთა დაასამარეს....
არ მესმის, სხვაგან რა გვინდა,
მტრისა შინ გვიდგა სპანია,
ამდენი უგუნურება
ძნელად რამ ასატანია,
ჩვენის დედების ცრემლითა
ჩამოირეცხნენ მთანია.
შვილთა წინ უწყვავთ ძვალები,
ყორნის დათხრილი თვალნია,
ამეებს ჩემო მოხევევ,
ვერა ჰხედავენ ცანია?!
- ვაი რომ დუმხარ, ძმისაო,
ვგონებ წაგერთვა ენაო,
როდის გვაღირსებს უფალი
რომ დაგვიბრუნდეს რწმენაო,
არ შევეპუოთ დუშმანსა,
ვანანოთ ბედისწერაო,
რომ აჩქამებდეს ხევებსა
ჩვენის ფრანგულის ჩხერაო...
ჯერ ისევ ისე დუმილი,
ისევ ბოღმისგან ჩხვერაო...
არ ისმის კარგ ყმათ ბუბუნი,
ქედი გაუცვდა ლაბასა,
ამაოდ შევთხოვ ზეცასა
ჩემის იარის წამალსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები