ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როინ ფალიაური
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2013


*******

რაღაც იქნება გულს ნუ გაიტეხთ
აბა სულ ასე ხომ არ ვიქნებით.
ეს დედამიწა ყველას დაგვიტევს
ერთი სართულით დაბლა ბინებით.

რაღაც იქნება. ხომ გავიხარებთ,
ჩვენც ხომ გვეკუთვნის კარგი ცხოვრება
სანამ ჭიები ძვლებს გაგვიხრავენ
ჩვენც ბევრი ძვალი დაგვიხროვდება.

ჩვენც გავსწორდებით მალე ბეჭებში
როგორც კუბოში მიცვალებული,
გადაძარცვული ხელზე ბეჭდებით
საუკუნეებს ჩაყოლებული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები