ჩვენ ერთმანეთი აღარ გვიყვარს... წუხელ საბოლოოდ ამოისუნთქა ჩვენმა სიყვარულმა, დაღლილმა და განაწამებმა. შენ ვერაფერს მიხვდი, არც ვაპირებ შეგატყობინო, მგონი ძალიან გეწყინება ეს რომ გაიგო. არა, მგონი_აქ შეუფერებელი სიტყვაა, შეიძლება გულიც გაგისკდეს. შენი წილი სიყვარული ისე გარდაიცვალა, რომ ვერც კი მიხვდი. იქნებ ოდესმე ამიხსნა, რამდენს ნიშნავდა ის შენთვის, მაგრამ მგონი მაგის იმედიც ტყუილად მაქვს, მე ხომ უსიტყვოდ უნდა მჯეროდეს და მწამდეს. ჰო, აი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ მაგ თამაშში აგყევი და წარმოვიდგინე, თუ როგორია შენი ჩემდამი სიყვარული. მე კი ისეთი წარმოვიდგინე, როგორი წარმოსახვის უნარი და გემოვნებაც მაქვს. ამიტომ გაუჭირდა ჩემ წილ სიყვარულს გარდაცვალება. მუდმივად რაღაც ჯებირებს ვუშენებდი, საყრდენებს ვუმაგრებდი, ფასადს ვულამაზებდი, როგორც შენობას... შეიძლება ვაჭარბებ კიდეც, რომ ასეთი მონდომებული და თავდადებული ვიყავი, შეიძლება უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა და ამიტომაც ვიქცეოდი ასე. ჰო, არის აქ სიმართლის დიდი პროცენტი, მაგრამ შენ მაინც არ გქონდა უფლება მოქცეულიყავი ასე გულგრილად, დაგეხუჭა თვალები, დაგეხშო ყურები და ვერც გაგეგო, როგორ გარდაიცვალა შენი ჩემდამი სიყვარული. მაპატიე, ალბათ არ მაქვს უფლება, რომ გისაყვედურო, ეს ხომ თვითგადარჩენის ინსტიქტია, დაიძინო, როცა გეძინება, ჭამო როცა გშია და დაისვენო, როცა დაღლილი ხარ. ირგვლივ იმდენი საფიქრალი გაქვს ამ ცხოვრების ორომტრიალს ჩაყოლილს, ყველაფრისთვის ხომ ვერ მოიცლი, ჰოდა რაღაც უნდა გაგეწირა. აი, ხედავ, ისევ იგივეს ვიმეორებ და ვეძებ მიზეზებს, რომ გაგამართლო... ჩემსას კი გაუჭირდა გარდაცვალება, გუშინდლამდე ბევრი იწვალა, დიდხანს იავადა, ბოლო ერთი წელი კი ფაქტიურად ძალად ვასუნთქებდი, მაგრამ რამდენიღა მეწვალებინა, ჰოდა გავუშვი. ეს მოხდა წუხელ, ღამის ორ საათზე. დასანანია, ცოტაც გაეძლო რა იქნებოდა. თავს უფლებას არ ვაძლევდი მეტირა, მაგრამ ცრემლებს მაინც ვერ ვიკავებდი, ტელევიზორიც კი ჩავრთე, რომ ჩემ სლუკუნს არ გაეღვიძებინე. იმედია შევძლებ ამ გულის დამშვიდებას როგორმე, ბოლო-ბოლო მუდმივი ხომ არაფერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. წაკითხული, ნანახი, მონასმენი, ათასჯერ გაფიქრებული და ახალი არაფერი.... არა, არ მომეწონა )))) წაკითხული, ნანახი, მონასმენი, ათასჯერ გაფიქრებული და ახალი არაფერი.... არა, არ მომეწონა ))))
4. პირადული, რომლის განზოგადებაც აუცილებელია.მე მესმის შენი... პირადული, რომლის განზოგადებაც აუცილებელია.მე მესმის შენი...
3. mrs.smith. თქვენ ფიქრობთ, რომ პირადულია, თანაც ზედმეტად, არადა ლამის 90% ასე ცხოვრობს, და თვითონაც ვერ ამჩნევენ, როგორ დაკარგეს სიხარულის და წყენის გულწრფელობა, რადგან მათი აზრით უფრო მნიშვნელოვანს (ოჯახს და შვილებს) შესწირეს თავი. და ასე ითმენს ორივე მხარე და თავს იმართლებენ, რომ ცხოვრებამ დაღალა. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათ შვილებს პირველ რიგში სწორედ მშობლების ურთიერთსიყვარულის დანახვა სურთ. ისინი კი პირიქით, თითქოს სხვებისთვის ცხოვრობენ, სვების დასანახად მიმზიდველად ფუთავენ თავიანთ ოჯახებს, თითქოს გასაყიდად გაჰქონდეთ, არადა "მყიდველიც" არავინაა, ყველა საკუთარს ფუთავს. mrs.smith. თქვენ ფიქრობთ, რომ პირადულია, თანაც ზედმეტად, არადა ლამის 90% ასე ცხოვრობს, და თვითონაც ვერ ამჩნევენ, როგორ დაკარგეს სიხარულის და წყენის გულწრფელობა, რადგან მათი აზრით უფრო მნიშვნელოვანს (ოჯახს და შვილებს) შესწირეს თავი. და ასე ითმენს ორივე მხარე და თავს იმართლებენ, რომ ცხოვრებამ დაღალა. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათ შვილებს პირველ რიგში სწორედ მშობლების ურთიერთსიყვარულის დანახვა სურთ. ისინი კი პირიქით, თითქოს სხვებისთვის ცხოვრობენ, სვების დასანახად მიმზიდველად ფუთავენ თავიანთ ოჯახებს, თითქოს გასაყიდად გაჰქონდეთ, არადა "მყიდველიც" არავინაა, ყველა საკუთარს ფუთავს.
2. "ბოლო-ბოლო მუდმივი ხომ არაფერია" კი, ნამდვილად ასეა. :) ++ "ბოლო-ბოლო მუდმივი ხომ არაფერია" კი, ნამდვილად ასეა. :) ++
1. ზედმეტად პირადული ზედმეტად პირადული
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|