წარსულზე ფიქრით, როგორც ავდარში, გულს შეაშფოთებს ძლიერი ელვა, და ჯოჯოხეთურ ტკივილისაგან, მიშველის ღვინო, თუ ჩემი ლელა?
კუპრივით შავი, ღვინის მორევში, ჩავიძირები წარსულთან ერთად, და მოგონების ბურანისაგან, ვეღარ დამიხსნის პატარა ლელა.
ეხლაც ღვინისგან გაბრუებული, მომავალს მღვრიე ფერებით ვხედავ, და ეს სასმისი, ხელში რომ მითრთის, მოწმე გახდება - ლოთობის, ლელა !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|