| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2013 |
შეგონება
,,ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგნურივით.“ ეკლესიასტე სიცოცხლის არსი უკვდავია, მარადიული, ცხოვრება თარსი იღბალია ჟამთასვლის გზაზე, ,,გედის სიმღერა“ სიკვდილის წინ სევდაა ალბათ, მტრედის სახებით ჩამომჯდარი ჩამოშლილ მხარზე. ამაოება ! - უთქვამს მეფეს - ამაო არის და ქროლვა ქარის ვერ გაფანტავს ცოდვების სევდას, მშვენიერება, უკვდავებას ნაზიარები, ანდამატივით რად ესწრაფვის სიკვდილთან შერთვას? გაჩენას სწყევლის სიცოცხლეში ჭკვიანი მხოლოდ, რადგან სიბრძნეს და უმეცრევას ერთი აქვს ფასი. ცხოვრება თარსი რატომაა არავინ იცის, გაუვალ ბილიკს რად მიიჩნევს სულელი შარად, ან რატომ კვდება ბრძენი - კაცი უგნურის დარად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან ექსცენტრიული და ემოციური ლექსია ძალიან ექსცენტრიული და ემოციური ლექსია
3. ფორმაც მშვენიერია არაფერი არ შეცვალო ფორმაც მშვენიერია არაფერი არ შეცვალო
2. ,,გედის სიმღერა“ სიკვდილის წინ სევდაა ალბათ,
ან რატომ კვდება ბრძენი - კაცი უგნურის დარად.
გაჩენას სწყევლის სიცოცხლეში ჭკვიანი მხოლოდ, რადგან სიბრძნეს და უმეცრევას ერთი აქვს ფასი. (ფანტასტიურია ფანტასტიური)
,,გედის სიმღერა“ სიკვდილის წინ სევდაა ალბათ,
ან რატომ კვდება ბრძენი - კაცი უგნურის დარად.
გაჩენას სწყევლის სიცოცხლეში ჭკვიანი მხოლოდ, რადგან სიბრძნეს და უმეცრევას ერთი აქვს ფასი. (ფანტასტიურია ფანტასტიური)
1. კარგი ლექსია , სხვანაირი ფორმა რომ მისცეტ უკეტესი იქნება , ორ ორი ხაზი რომ გააერტიანოტ აჯობებს. კარგი ლექსია , სხვანაირი ფორმა რომ მისცეტ უკეტესი იქნება , ორ ორი ხაზი რომ გააერტიანოტ აჯობებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|