ეს არის ნამდვილი ამბავი,ნამდილ ადამიანებზე...ოდნავ შელამაზებული,მაგრამ ჯერ გაუსალაშინებელი...
როცა ზამთარია,ზღვის ნაპირზე მიყვარს მარტო ბოდიალი... ნაპირი რა,ახლომახლო.ზღვა ღელავს და კიბეებზე ჩასვლა მეშინია.ჰო,ქობულეთში ვსეირნობ ხოლმე,ბიძა მყავს იქ.მოქუფრულია ხოლმე ცა,ასეთი ამინდი მიყვარს,საერთოდ ძალიან მიყვარს ზამთარი.ეს მოქუფრული ცაც და სიცივეც..ჩემი ზოდიაქოს ბრალია ყველაფერი,მოქუფრული ამინდების სიყვარულიც და სხვა დანარჩენი მოქუფრულობები. -არც ისე დიდი ტალღებია რომ ნაპირზე ვერ ჩავიდე-გავიფიქრე და კიბეს ჩავუყევი. ბავშვობიდან მეგონა რამეს მაინც ვიპოვიდი სანაპიროზე,მართალია არ ვგავარ იმ ადამიანებს ვისაც ჰგონიათ,რომ ერთ წუთში გამდიდრდებიან,მაგრამ რამის პოვნა ალბათ სასიამოვნოა. -ენავ,ჩემო ძირში ხარ ამოსაძრობი–რამეს რომ გავიფიქრებ და არ დამხვდეს წინ გამორიცხულია. ახლა პირდაპირი მნიშვნელობით დამხვდა წინ.ყუთია,პლასტმასის...გახუნებულია და სველი. ირგვლივ არავინაა,მე ამ ყუთთან ვდგავარ და პირდაპირ გახსნაზე ვფიქრობ.გამახსენდა ჩემი მეგობარი,რომელიც სულ მეუბნება,რომ ჯერ ვაკეთებ და მერე ვფიქრობ.ამ ერთხელ მაინც რომ დავუჯერო და ჯერ ვიფიქრო და მერე გავხსნა?! კიბეზე ჩამოვჯექი,არაა სველი,რადგან არ უწვიმია და არც უთოვია. რა შეიძლება აქ იდოს?! თუ ფულია და ძალიან ბევრი ფული რა უნდა ვუყო?არა,ფულს რაღაცას კი ვუყობ,მაგრამ სხვისია უეჭველი. სხვისია და აქ დატოვა?სულელი,ან მკვდარია. მკვდრის ფული არ მჭირდება.ცოცხლის ფულიც არ მჭირდება,სხვისი თუ არის და მე არ მეკუთვნის. ოხ,მოვკლავ იმ ჩემს მეგობარს იფიქრე და მერე იმოქმედეო რომ მასწავლა. მორჩა,ბომბიც რომ იყოს ვხსნი. ყბისჩამოვარდნა შემძლებია.ამას მაშინ მივხვდი,როცა ვნახე რა იყო ამ ყუთში.ძალიან ბევრ პოლიეთილენის პარკში(ცელოფანში) ჩადებული წერილების დასტა.ამიტომაც ოდნავ იყო ზოგი დანესტილი. ბავშვობიდან მაქვს ჩვევა,არ წავიკითხო სხვისი წერილები,მესიჯები,საუბრები მოკლედ.ადამიანის პირადული არაა ჩემი საქმე.თუ ვინმეს უნდა რამის თქმა ისედაც მეტყვის. ირგვლივ ისევ არავინაა,მე ამ ყუთთან ვარ ჩაჩოქილი და დებილივით ვუყურებ. იქნებ ვინმემ გადაყარა,აღარ სჭირდება,მაგრამ ერთ–ერთ კონვერტზე წერია "ადრესატამდე ვეასოდეს წაიკითხავს". მე ადრესატი არ ვარ,ფაქტია..ანუ მე შემიძლია წავიკითხო.ოხ ეს ინტერესი. ამოვიღე პირველი წერილი.უნდა წავიკითხო.იქნებ უნდოდა ამ ადამიანს,რომ ვინმეს მაინც წაეკითხა,წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაწერდა. "გამარჯობა,მე ისევ გწერ..."–წერია გაკრული ხელით.ამას უფრო აკანკალებულს დავარქმევდი.. ვერ წავიკითხავ მეუხერხულება.რაღა ვქნა,რა ვქნა წავიკითხო თუ დავტოვო ეს აქ და ჯანდაბამდე წასულა ეს ყუთიც,ადრესატიც და მწერალიც... (გავაგრძელებ მალე)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა,გოგოებო.... მოხარული ვიქნებოდი ძველი ურაკის მკითხველები რომ დაბრუნდნენ და აქ დისკუსიები იყოს.... მაგრამ.... მადლობა,გოგოებო.... მოხარული ვიქნებოდი ძველი ურაკის მკითხველები რომ დაბრუნდნენ და აქ დისკუსიები იყოს.... მაგრამ....
3. ინტრიგაა დიდი. დავინტრიგდი. ინტრიგაა დიდი. დავინტრიგდი.
2. ''პანდორას ყუთის'' ისტორია გამახსენდა... ველი გაგრძელებას...
5 ``პანდორას ყუთის`` ისტორია გამახსენდა... ველი გაგრძელებას...
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|