 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 22 სექტემბერი, 2013 |
არ მასვენებს ღამე ლექსი გამიმართა კითხვა-ტესტი: _აგვიხსენი ერთი რამე, ვინმე ხომ არ გვანაცვალე, ჯიბეში რომ ჩაგვალაგე, რომ გაირღვეს ლექსის ჯიბე, თავადაც რომ ვერ გაიგო დაგეკარგოთ სადმე იქნებ? _შენ ნუ დარდობ, დამაძინე, ჩემი ლექსის მზისფერ კაბას აკერია ბევრი ჯიბე, აგიყვანთ და მოწიწებით გადაგიყვანთ ყველას იქეთ. _რომ გაგეხეს ლექსის კაბა, გამოედოს დარდის ღობეს, ან მაისის ვარდის ბაღში შეეწიროს ეკლის ბარდებს? _ნუღა დარდობ, დამეხსენი, გადაგიყვანთ ლექსის ბაღში, გაზაფხულის მწვანე ხეზე ალუბლებად დაგამწკრივებთ. _ალუბლებად? მერე ქარი რომ მოვარდეს აბეზარი? არ მოიცდის ბაღის კართან, ვერ დაიჭერს მისი კალთა. _თუ ასეა გულში ჩაგსვავთ, ვინ შეაღებს გულის კარებს? შეგინახავთ გული ვიდრე არ დაითვლის ბოლო წამებს. _აი მერე რა მოხდება გამოჩნდება როცა კიდე, მზე მეცხრე თვალს რომ ჩაგიკრავს და ბოლო წამს დაამწიფებს? _გული არსად არ დაგკარგავთ, არაფერიც არ მოხდება, ნაჩუქარი ბოლო სხივი თვალით გულში ჩამოხტება, ავიღებ და შუა გულში ლამპარივით ჩამოვკიდებ, განათებულ გულთან ერთად დაგვიფარავს თეთრი რიდე. :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :)
შენი სხვა ლექსები უფრო მომწონს. :)
შენი სხვა ლექსები უფრო მომწონს.
1. მომეწონა ლექსთან (ლექსებთან) გაბაასება. 5 მომეწონა ლექსთან (ლექსებთან) გაბაასება. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|