ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატა
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2013


ველოდებით

ძალიან ძველი და ნაცნობი სახლის ლაბირინთებში დავეხეტებით, მე - ჩემი, ის კი ჩვენი ქვეყნის ბავშვობის აჩრდილებს დავეძებთ. მიხვეულ-მოხვეული ჭრაჭუნა კიბეებით, უკვე დავიწყებული დერეფნებით ვცდილობთ მივაგნოთ კარს, რომელიც ღიაა. სადაც შესვლა გადავწყვიტეთ, ყველა დაკეტილი დაგვხვდა, არადა მათ მიღმა ჟრიამული ისმის.
- ეძებთ ვინმეს? - გვიახლოვდება სიარულით დაღლილი მსუქანი კაცი.
- ჩვენ ველოდებით.
აქაურობა სავსეა შვილებს მომლოდინე მშობლებით. საუბრობენ, ეწევიან, უცნობებს აკვირდებიან და კვლავაც  ელოდებიან.
დიდი დარბაზიდან ხორუმის ტაქტი მთელ ეზოში ისმის,
- უფრო ძლიერად ნოე! - გაჰყვირის ვიღაც.
- ამ თიხაში სული და გული უნდა ჩადო, თავს ნუ მოიტყუებ, მხოლოდ ტექნიკა არ გიშველის, მთავარი შენეული ქმედებაა  - ისმის ქანდაკების ოთახიდან.
-მთავარ რეჟისორს ორატორის ნიჭი აკლია -  წუწუნებენ მშობლები.
ძალიან მოიწყინეს მოხუცმა პალმებმა, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილნი თავიანთსავე ქვეყანაში არიან დევნილნი, დიდი ქალაქის  ცენტრალური ქუჩის მტვრით გაუფერულებულებს ალბათ ძალიან ენატრებათ დრო, როდესაც ქარი მზით აბზინვარებულ ზღვის წვეთებს აშხეფებდათ.
მეფე-დედოფალივით თავაწეულებმა და წელში გამართულებმა ჩავიარეთ წითელი ხალიჩა, მაგრამ  იმ კოჭლი კიბით გვინდა სამშვიდობოს გასვლა, რომელიც გაუქმებული კარით მთავრდება.
ელოდებით ვინმეს? -არ გვასვენებს მსუქანი კაცი.
დიახ, ჯერ  ველოდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები