ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკი-ლექსი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2013


უნდა გაგერიდო

  . . .   

უკვე მშვიდად ხარ და ელოდები
ბოლო ამოსუნთქვას...
შენს ცაზე ერთი ვარსკვლავია
და მას ეფერები...
ქარი ალბათ ახლა ცაზე
ღრუბლებს წამოშლის
და შენც ალბათ გათავდები...

ცოტა უიმედო მონაცრისფროდ
სუნთქავს უშენობა...
დღეთა მილეული ნაბიჯები
უკვე მომეპარა...
ახლა ალბათ ეშმაკივით
მოვკლავ უშენობას,
ბოლო ნატერფალთა...

გულთან ნაფლეთი ჭრილობა მაქვს
ახლა მიხატული...
და მუდამ წვეთავს ჭრილობიდან
შხამი მარტოობის...
ერთხელ ალბათ უნდა მეთქვა
"ჩემთან წამოდითქო"
წამი გადარჩენის...

ბოლო საღამოა არეული,
ყვითელ შემოდგომად,
უნდა წავიდე და
ამ სამყარიოს უნდა გავერიდო,
მგონი შემიყვარდა კვაზიმოტოს
ცელქი ესპერალდა,
ხო და ახლა, მე მახინჯი
უნდა გაგერიდო....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები