ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2013


^^

გარეთ ოქტომბერმა ღამე გაათია...
ისევ ვერ ვიძინებ...
თენდება...
ჰო,
მე შემიძლია ბევრი გაპატიოთ,
თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...

ვხატავ ფანჯარაში ჩასმულ განთიადებს,
სუსტი ნერვები მაქვს, ვჩერდები...
მე რომ შემიძლია თქვენთან გავმთლიანდე,
თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...

წვიმა ათამაშებს თვალს და გუგებს,
ვხვდები, არ გამომდის შედევრი...
ესეც შემიძლია - სხვას გავუგო,
თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...

მინდა სიცოცხლესთან კენჭი ვყარო...
ზეცა ღრუბლის უკან შენდება...
მე ეს შემიძლია, ყველა შევიყვარო,
თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...

მთვარემ ღრუბელი რომ ვერ გარიყა,
ჩემს თავს გადაგდებით ვჩემდები...
ჰო,
მე შემიძლია შენთან ვიყო,
შენც ხომ შეგიძლია ჩემდენი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები