ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკი-ლექსი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2013


შაოსანი დედა (ჩემი)



ახლა აღარ მსურს რომ გავიხსენო,
მინდა დავივიწყო ყველაფერი,
ოჯახში მხოლოდ სამნი დავრჩით,
ჩვენ და შაოსანი დედაჩვენი.

სული გაიმაგრე, გული ქვაა,
ხორცმა არ გიმტყუნოს ატირება,
ჩემი ეს ცხოვრება ცოტა სხვაა,
ვისთვის ღიმილი და ნეტარება.

ოთახ შეეკიდლა ერთი ფოტო,
მასაც ღიმილი აქვს მიხატული,
ზოგჯერ ამ ოთახს ვალამაზებთ,
მე და უსულდგმურო მამაჩემი.

კარებს უსუსურად მზერა გარბის,
ჯერაც მავიწყდება ერთი ფაქტი,
ოჯახში მხოლოდ სამნი დავრჩით,
ჩვენ და შაოსანი დედაჩვენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები