ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოჰიკანა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2013


ოაზისამდე

გაგეღვიძება,  როცა უდაბნოში
გადარეკავს ზეცა ღრუბლის ფანტომს
და მწყურვალ იდიოტებს მოაპკურებს ნამს,
რათა დაგანახოს ცხოვრება სხვა არაფერია
თუ არა ბედნიერების ფარატინა ფურცელი,
რომელიც  ….       
არ ცნობს არ ინანიებს არ შფოთავს .. , , ,
(რადგან აქ ირეალურს კანონზომიერების დამღა აფენია)
დახეთქილ მიწაზე შიშველი ფეხები რომ დაგისველოს
ოაზისამდე არც ისე შორია
ფიქრი ელვასთან ერთად ელვარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები