ავტორი: ზ.ხორნაული ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2013
=კბილები=
კიდევ გვაქვს შანსი ვიცხოვროთ ერთად მე და შენ და იწვი ნელა ნელა ნელა კედლებზე მისხმული არაფრისმთქმელი ტვინის ლაქებზე ვიღიმით ორნი და ვიწვით ორნი უხერხულობის ფონოგრამაზე თითქმის ან თუნდაც გადათვლილ კალენდარს გადაკრულს ტვინის უმიზნო ლაქებზე ჩაშტერებულნი არაფერს ვამბობთ არაფრის გამო უბრალოდ ვითვლით ბედნიერებას დაშლილ კბილებზე