ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2013


ღამის ხე

ღამით,
როცა შენ გეძინა, - თქვა კაცმა.
- შენს თავში დავიწყე ძრომიალი
და მეტად უცნაურ რამეს  გადავაწყდი.
შიგ ტვინის ცენტრში,
თავისებურად მბზინავი,
კვერცხისებური ფორმის მარცვალი იდო.
როცა გადავწყვიტე ხელით შევხებოდი,
თითქოს იგრძნოო
და უეცრად, ჭურვივით გასკდა.
მარცვლიდან უზარმაზარი ხე ამოვარდა,
გადმოალაგა ჯამრთელი ტოტები
და მთელს თავში სწრაფად გაიდგა ფესვები.
საკვირველება კიდევ უფრო ის იყო,
რომ უამრავი პიროვნებანი შემომჯდარიყო ხეზე,
ზოგიც ფეხზე იდგა, გამართულნი წელში
და მითოლოგიური ღმერთებივით,
ანტიკურ გრავიურებზე რომ გვხდება,
სწორედ ისე მიირთმევდნენ ნაყოფს ხიდან:
თანაც ერთი-მეორეს უჩურჩულებდნენ
და იცინოდნენ.
ისინი ჩემზე იცინოდნენ,
ქარივით შიშველი და ქაჯი,
ამ საოცარი სილამაზის კუთხეში
ხავსს მოკიდებული რომ გავკიოდი
და საკუთარი პიროვნების სიცარიელე
კიდევ უფრო მექაჩებოდა სადღაც ღრმა სიშავეში,
სიმარტოვის უსიერ ტყეში.
საოცრად დამაღონა ამ სურათმა. - თქვა კაცმა.
- შემდეგ გამომეღვიძა.
ღამით,
მეც ხშირად დავძვრები შენს თავში. - თქვა ქალმა.
- ათასგზის დავეხეტები
და მარცვალი კი არა,
ანდა მეგობრები შენი, ხე და კორპუსები,
განა ბავშვი ან თუნდაც გზა რამე
და წყალი, ფრინველები და მატარებელი,
განა მზე და პიროვნებანი ღმერთების მსგავსი,
როგორც შენ ამბობ:
არამედ ხელის მოსაჭიდიც კი ვერაფერი ვნახე.
- თქვა ქალმა მწუხარებით,
და ამოისუნთქა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები