 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 22 ოქტომბერი, 2013 |
ქარი ფარდას ეცეკვება, გამოსტაცოს ლამის სახლ-კარს, გული ფეთქავს სიჩუმეში, რითმს იგონებს ახალ-ახალს, _ნუღა დუმხარ, მიპასუხე, რა შეგემთხვა, აღარ იტყვი? თუმცა ვხვდები და ვჩუმდები, დრო არ არის ახლა სიტყვის. გატეხილი ბროლის ჭიქა, თეთრ სუფრაზე ყავის ლაქა და ტუჩსაცხი, ალისფერი, ზეწარს უადგილოდ ახლავს, თითებს შორის მომწყვდეული, თეთრი ვარდის ვნახე ხვედრი, ვარდის ეკალს შეწირული, დაბნეული სისხლის წვეთიც. ტირი, მაგრამ ცრემლი არ ჩანს, ეს ბნელი დღე სხვა დღეს არ ჰგავს, გაბზარულიც გატყდა ბოლოს, სიყვარულის იწყებ მარხვას, კარადაზე ძველი სარკე, მშვიდად ყოფნის განცდას კარგავს, ქარი ფარდას ეცეკვება, გამოსტაცოს ლამის სახლ-კარს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მოძრავკადრიანი, მუსიკალური ლექსია. :) მოძრავკადრიანი, მუსიკალური ლექსია. :)
13. ნეფერტარ, მახარებს თქვენი სტუმრობა :)
მაგნოლია, გმადლობ. ნეფერტარ, მახარებს თქვენი სტუმრობა :)
მაგნოლია, გმადლობ.
12. "ვარდის ეკალს შეწირული, დაბნეული სისხლის წვეთი" - რა სიტყვებია... "ვარდის ეკალს შეწირული, დაბნეული სისხლის წვეთი" - რა სიტყვებია...
11. კარგია!
+++++ კარგია!
+++++
9. მუხა, არტემიდა დიდი მადლობა :) მუხა, არტემიდა დიდი მადლობა :)
6. მარი, ნუცი, :* :* :) მარი, ნუცი, :* :* :)
5. ლამაზი ლექსია, ნინ ^_^ მოგიკითხეე ლამაზი ლექსია, ნინ ^_^ მოგიკითხეე
4. კარგია, კარგიიიი კარგია, კარგიიიი
3. მადლობა ოთარ, ანა. მადლობა ოთარ, ანა.
2. კარგი რიტმი აქვს, კარგად იკითხება. კარგი რიტმი აქვს, კარგად იკითხება.
1. ქარი ფარდას ეცეკვება, გამოსტაცოს ლამის სახლ-კარს- ზუსტად ასეა ხოლმე ჩემ ოთახშიც როცა აივნის კარი ღია მაქვს <3
ძალიან საყვარელი ლექსი იყო <3
5-ს ვწერ <3 ქარი ფარდას ეცეკვება, გამოსტაცოს ლამის სახლ-კარს- ზუსტად ასეა ხოლმე ჩემ ოთახშიც როცა აივნის კარი ღია მაქვს <3
ძალიან საყვარელი ლექსი იყო <3
5-ს ვწერ <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|