 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 7 ნოემბერი, 2013 |
• გამარჯობათ, როგორ გიკითხოთ? • ვერ ხედავთ ვმუშაობ. • ამბობენ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ?! • არა, მე მხოლოდ შესაძლებლობას ვიძლევი. • თქვენ რა, ჯადოქარი ხართ? • რა გნებავთ? • ფული, ჩემიანებმა რომ არ იშიმშილონ. • უფრო დაწვრილებით ვერ მომიყვები? • მამას, ბანკის ვალი აქვს და სახლის გაყიდვით გვემუქრებიან, იძახის თავს მოვიკლავო, დამეხმარებით? • კიი, დავალებას მოგცემთ და თუ შეასრულებთ, სურვილი აგიხდებათ. • მერე გვეშველება რამე, მამას გადამირჩენთ? • შენ, მამის გასაბედიერებლად ფული გჭირდება და მიიღებ კიდეც, ოღონდ დავალების შერულების შემდეგ. • დავალება რა იქნება და როდის დავიწყო? • ბანკი უნდა გატეხო და რაც შეიძLება სწრაფად! • ბანკის გატეხვა რომ არ მინდა და არც ვიცი ეს როგორ გავაკეთო? • ჩემო კარგო, თავიდან არავინ იცის ამის კეთება, თუმცა გამოცდილება საქმეში მოდის! • არ მინდა ბანკის გაძარცვა, რაიმე სხვა დავალება მომეცით. • არა, ბანკი უნდა გაძარცვოთ, სხვანაირად ვერ გავრიგდებით. • და როგორ გავაკეთო ეს? • დახმარება, ჩემი საქმე არ არის. მე, მხოლოდ რჩევების მოცემა შემიძლია. • კარგი, მაგრამ თუ დამიჭირეს იცოდეთ ვიტყვი, რომ ამაზე წასვლა თქვენ მაიძულეთ. • არა, არ იტყვით და თავს ვდებ, რომ ეს, თქვენი პირიდან არ ამოვა. • იარაღი სად ვიყიდო? • ხომ გითხარი, დახმარება ჩემი სამქე არ არისმეთქი. • მერე, დარწმუნებული ხართ მართლა რომ შევძლებ ბანკის გატანას, დარწმუნებული ხართ? • ჩემო კარგო, ადამიანს ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ის ფიქრობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|