 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2013 |
მე შენთან მოვალ, დამაგლეჯენ ზვირთები მკლავებს, იქნებ ვეღარ მცნობ, დაგავიწყდი დიდი ხანია, მოვარდნილ გრძნობებს, როგორც ზღვაში ნაფოტებს წყალი, გადმოისვრიან ამ სხეულის ყველა უჯრედით რეცეპტორები, დამწყდარ ნერვებს რომ აბარია. ჩემს მოგონებებს შემოვიცმევ, როგორც სამოსელს, მონატრება კი, ქუდად მადევს, ფრთათეთრ თოლიად, მივაპობ ტალღებს და შიმშილი იმ სიყვარულის, კვლავ მაპოვნინებს, იმედია, დაკარგულ სახეს, ზღვის სამეფოში უფლისწულის ტახტი გქონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მივაპობ ტალღებს და შიმშილი იმ სიყვარულის, კვლავ მაპოვნინებს, იმედია, დაკარგულ სახეს
წარმატებები ++ მივაპობ ტალღებს და შიმშილი იმ სიყვარულის, კვლავ მაპოვნინებს, იმედია, დაკარგულ სახეს
წარმატებები ++
3. მოგიკითეთ ქალბატონო მაია :))
ლექსიც მომეწონა.
სიკეთე ყველას! მოგიკითეთ ქალბატონო მაია :))
ლექსიც მომეწონა.
სიკეთე ყველას!
2. მალე იპოვე! 5. მალე იპოვე! 5.
1. მომეწონა მოვარდნილი გრძნობები. მომეწონა მოვარდნილი გრძნობები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|