ყველა ჩვენგანის ბნელ სიღრმეში ცხოვრობს ფრინველი: ნისკარტკაუჭა, გუგაწვრილი, წითელ თვალებით. ის შეუმჩნევლად ცხოვრობს ჩვენში, ფრთებზე შესმული ამოვყავართ მას უფსკრულიდან, როცა ვეშვებით. მას სისხლიანი ნისკარტი აქვს, ამოყვანისთვის საზღაურს ითხოვს - ხორცის ნაჭერს - ჩვენი ტანიდან. როგორც ამბობენ, მას ფრთები აქვს დიდი სხეულზე და იკვებება სურვილების ფარულ ძალიდან…
*** ასე ამბობენ, რომ ყოველი სავსე მთვარისას, ტანზე მოტმასნილ, გამჭვირვალე პენუარებში ნისლისფერსხეულგამოკრული თეთრი ქალები მდინარის პირზე ამოდიან თხელი ტერფებით. მათ ნატერფალებს ასდის ორთქლი, მდინარის ოხვრა. ცვრიან ძუძუებს წვეთითაოდ უკოცნით სიო. მხრებზე ჩამოშლილ, აფუებულ თმებს ფენენ დაბლა და მეოცნებე სახეს სავსე მთვარეს უშვერენ. მდინარის პირას გულაღმა წვანან, ბროწეულივით ეპობათ ბაგე და ვარსკვლავებით მოჭედილ თვალებს ცარიელ ცაზე მთვარეს უშენენ.
რა ლამაზია შიშველი სახე! რა მაცდურია ვნების მდინარე: როგორც გველი - შხამს, ქალები თურმე თავიანთ ნიღბებს წყალში ტოვებენ.
მგლის ხარბი მზერა ჰქონიათ ამ დროს, ქალებს - მდინარის პირას მწოლარეს…
*** ფრთის ბოლოები ღამისფერი ჰქონია ფასკუნჯს, მტკიცე პროფილი, თხელი სახე - მუქი ყვითელი: როგორც ამბობენ, სურვილები ყმუიან მეტად ყვითლად შეღებილ, სრულმთვარიან შუაღამეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა ლამაზია შიშველი სახე! ოო აქ ძალიან საინტერესო ქვეტექსტია. ++ რა ლამაზია შიშველი სახე! ოო აქ ძალიან საინტერესო ქვეტექსტია. ++
6. მადლობა ყველას წაკითხვისა და შეფასებისთვის. მადლობა ყველას წაკითხვისა და შეფასებისთვის.
5. თითქოს ცოცხალი სიუჯეტი გადაიშალა, ლექსის კითხვისას ჩემს თვალწინ. წარმატებები! თითქოს ცოცხალი სიუჯეტი გადაიშალა, ლექსის კითხვისას ჩემს თვალწინ. წარმატებები!
4. ვიტყოდი, რომ არაჩვეულერივად ხატავთ..)* ვიტყოდი, რომ არაჩვეულერივად ხატავთ..)*
3. ფასკუნჯი ჩემი ბავშვობის საოცარი ფრინველია. ეჰ, როდის იყო ეს? ... +++ ფასკუნჯი ჩემი ბავშვობის საოცარი ფრინველია. ეჰ, როდის იყო ეს? ... +++
2. როგორი ცოცხალი კადრებია - 3D :)
სურვილებით გამოკვებილი ფასკუნჯი-საინტერესო სახეა.
დღითიდღე იზრდება ავტორი :)
როგორი ცოცხალი კადრებია - 3D :)
სურვილებით გამოკვებილი ფასკუნჯი-საინტერესო სახეა.
დღითიდღე იზრდება ავტორი :)
1. რა ლამაზია შიშველი სახე! რა მაცდურია ვნების მდინარე: როგორც გველი - შხამს, ქალები თურმე თავიანთ ნიღბებს წყალში ტოვებენ. ++ რა ლამაზია შიშველი სახე! რა მაცდურია ვნების მდინარე: როგორც გველი - შხამს, ქალები თურმე თავიანთ ნიღბებს წყალში ტოვებენ. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|