ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2013


მძულხარ

ვუძღვნი ნინო გვასალიას დ ვთხოვ შემინოდს, რადგან ლექსის წერა არ ვიცი და ყლე ვარ.

სათაური ფილმი ,,მონანიებიდან'', როცა შვილი ეძახის მამას.


რას ფიქრობდა ის უკანასკნელი
გულის ფეთქვისას?
ჩვენ ყველას გვკიდია ფეხზე ერთმანეთი,
ჩემთვის ერთი მანეთი უფრო მნიშვნელოვანი იყო
ვიდრე შენ.
გთხოვდ მითხრაი რას ფიქრობდი
უკანასკნელი გულის ფეთქვისას
ჩვენ კვლავ სიძულვილში ვცხოვრობთ
შებილწულ სიყვარულში.
შენ მოშორდი ავადმყოფ მასას,
მითხარი სად ხარ?
ორივე ხელით ვისრისავ თვალებს
და ვერ ვპოულობ თუნდაც ერთ ცრემლს
რას ფიქრობდი უკანასკნელი გულის ფეთქვისას?
მენატრები, მაგრამ მე მძულდი
ახლაც მძულხარ,  მაგრამ მენატრები.

ჩემს სულს სურს ტირილი,
მაგრამ გაქვავებულია.
მე სულ არ  მწყენია მისი სიკვდილი,
მე მისი მკვლელი ვარ,
მე მთელი ცხოვრება მსურდა მისი სიკვდილი.

თვითმკვლელობა ჩემს დაცემულ სულს ძულს,
მაგრამ მას არ აქვს გააზრებული
სიყვარულის ძალა.
მე ყოველ წუთში ვკლავ ჩემს სულს,
შენ კი ფაქიზი სულით ვერ გაუძელი
ხორცის ბატონობას.
შენ გჭამდნენ,
შენ გხრავდნენ,
შენ მოგკლეს.

ჩვენი აყროლებული სულები
ინერციით მიდიან და ჭაობში ეფლობიან.
მე მოგკალი შენ, თქვენ შეგიძლიათ დამსაჯოთ მე,
დამიჭირეთ,
მე მას ყოველდღე ვკლავდი,
მაპატიე დედამოტყნული ცნობიერებავ,
რომელიც გვმართავს ყლეებს.

ღმერთო გთხოვ მომეცი
ტირილის ძალა,
რომ ვხედავდე მას სიკვდილის გზაზე,
რომ მესმოდეს მისი ოჯახის ტკივილი.

მე მხოლოდ მსურს შემეძლოს ტირილი.
ცრემლს მოაქვს სიმშვიდე.

მე მოგკალი შენ,
მე ვხედავ ჩემში მკვლელს,
მე გავკვანძე თოკი და მიგატოვე თვითმკვლელობის გზაზე.

მე მძულდი,
მე შენ არ მიყვარდი,
მე ვიყავი შენში საშინელი მსოფლიო.

არ მაპატიო გულიდან ამონთხეული სიმართლე,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები