ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2013


ჭირისუფლები

ბევრს იცინიან ტირილით დაღლილი ჭირისუფლები.
სიმწრისგან, საკუთარ უბედურებაზე იცინიან.
განსაკუთრებით ახალგაზრდა ჭირისუფლები,
დედამკვდარი შვილები და უდროოდ დაქვრივებული გოგოები,
თალხით შემოსილნი ჩუმად იცინიან თეთრი კბილებით.
შუაღამისას ბანქოს თამაშს იწყებენ ღამისმათევარი ჭირისუფლები,
ღვინოს სვამენ და გაუჩერებლად იცინიან.
კუბოს დახურვისას სიცილს იწყებენ შვილმკვდარი დედები
და არაფერია ამ ღიმილზე უფრო ლამაზი და შემზარავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები