| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2013 |
,,იქმნა ნათელი” ვუძღვნი ბაბუას, რომელსაც სოფელი სიყვარულით პაპიას ეძახდა. ავტორი.
მთვარის სხივებით აძენძილ ღამეს, შერკინებია ,,ფარვანა მუზა,” ფიქრებმა სული წამოაქაფეს, ხსოვნამ ბავშვობა გადამიფურცლა. აქ ღელისპირას ვზელდი აყალოს, პაპიას ,,ჩრდილში” ვაშრობდი აგურს, მეც ჩემებურად ვქმნიდი სამყაროს, ვეფერებოდი აწმყოში წარსულს.. აქ, რიკ-ტაფელით გავზომე სივრცე, და ბავშვის გული დამრჩა მტირალი, ,,ოხერი ლექსი” მეც შევაფიცხე, სულიდან სევდად ამომდინარი. დატბორილ ჯილეს ვხაპავდი პეშვით, ,,ოქროს თევზებით” ავივსე კალთა, ,,შვილო გოგიავ” ! – მოთქვამდა ბედი, სისხლის ყივილი” ხურჯინად დამრჩა. შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას, მიწას გაპოხილს წინაპრის ძვლებით და ბავშვობაში შემოვრჩი დიდხანს, ქარში გავფანტე ,,თვლებივით” წლები. აქ, ღელისპირას, ობოლა – ბიჭი, პაპიას ხელით ვზელდი აყალოს ... მისი დვრიტიდან მეც ამოვფრინდი, ჩემი სიტყვითაც ,,იქმნა” სამყარო.
თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას, მიწას გაპოხილს წინაპრის ძვლებით და ბავშვობაში შემოვრჩი დიდხანს, ქარში გავფანტე ,,თვლებივით” წლები. ++++++++ შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას, მიწას გაპოხილს წინაპრის ძვლებით და ბავშვობაში შემოვრჩი დიდხანს, ქარში გავფანტე ,,თვლებივით” წლები. ++++++++
10. ძალიან კარგი ლექსია!!! ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე და... გათბა სული :) თემურ, კარგი ხართ და ვფიქრობ, ჩვეულებრივი წევრი აღარ უნდა იყოთ :) 5 ძალიან კარგი ლექსია!!! ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე და... გათბა სული :) თემურ, კარგი ხართ და ვფიქრობ, ჩვეულებრივი წევრი აღარ უნდა იყოთ :) 5
8. ძალიან მომეწონა თემურ.წარმატებები++ ძალიან მომეწონა თემურ.წარმატებები++
7. კარგი ლექსია, თემურ, ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებ!
კარგი ლექსია, თემურ, ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებ!
6. "შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას" – ++
კარგია თემურ ..
"შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას" – ++
კარგია თემურ ..
5. ძაან კარგია მომეწონა ძაან კარგია მომეწონა
4. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
3. შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას, მიწას გაპოხილს წინაპრის ძვლებით და ბავშვობაში შემოვრჩი დიდხანს, ქარში გავფანტე ,,თვლებივით” წლები.
++ შიშველი ფეხით ვსუნთქავდი მიწას, მიწას გაპოხილს წინაპრის ძვლებით და ბავშვობაში შემოვრჩი დიდხანს, ქარში გავფანტე ,,თვლებივით” წლები.
++
1. გისურვებთ წარმატებებს :))) გისურვებთ წარმატებებს :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|