ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2013


ჯობდა წაერთმიათ

ქარი დაიღალა
და უშენობა დაქრის ქუჩებში ,
ზამთარია .
თოვლის მაგივრად მოდის ფერფლი დამწვარი მზის.
სული მაქვს ურცხვი ,
ხორცს რცხვენია მხოლოდ სიშიშვლის...
ცოდვააო და თავს არ იკლავ,
რახან სუნთქავ გგონია ცოცხლობ.
მოზომილად და ფრთხილად აბიჯებ
ხმელ ფოთლებსა და ყვავილებს
და როცა ყველა დილა, ფიქრი და სიტყვა
გავს ერთმანეთს  ალბათ ჯობია
ერთხელ თქვა, ერთხელ იფიქრო
და მერე...
დღეს მაღაზიაში შევედი და
გამყიდველმა შემომტირა,  რომ დღევანდელი ხელფასი
ხურდას გააყოლა.
რა უნდა მეთქვა, უბრალოდ მოვუსმინე
და წამოვედი.
ჯობდა წაერთმიათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები