ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


ყოველ ღამე


მზემ თავი დაიხრჩო  ცხელ გულზე
ზღვაში. მეც თავს ვერ ვიკავებ, მინდა წერა... 
უშენობამ ფიქრები დაღრღნა,
სიყვარული  კი თბება შენი თვალების მზეზე
და დრო ისვენებს შენს თითებზე...
ყოველთვის როცა გავდივარ გარეთ,
მგონია  ვეღარ მოვალ სახლში
და შევაკვდები ვინმეს ვნების  ერთ გაელვებად...
სინათლე ბჯუტავს ყოველ  ღამე
და ყოველ ღამე
და ყოველ ღამე
ცოცხლდება მთვარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები