ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კნუწიკ მაწიკ ასამბაძე
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2013


მაშ ასე...

                          ჟანრი–სხვა.

დღეს უამრავი ლექსი ეძღვნებათ
დღეს უამრავი პროზა ეძღვნებათ...
დღეს უამრავი კრიტიკა–პუბლიცისტიკა ეძღვნებათ...
უამრავი ფილმი ეძღვნებათ,
უამრავი სტატუსი ეძღვნებათ,
უამრავი მზერა ეძღვნებათ

და ნომინაციაში ყველაზე პოპულარულები
ოსკარი გადაეცემათ
ქუჩის ბიჭებს, ნარკომანებს, უსახლკაროებსა და მეძავებს.

ჰოდა კიდევ დიდხანს, სულ, სულ იქნებიან ქუჩის ბიჭები, ნარკომანები, უსახლკაროები და მეძავები.

ვუძღვნათ და დავხვეწოთ ჩვენი პოეზია, პროზა, ფილმები და მსოფლმხედველობა.

წინ წავალთ... ურმით... (სარბენ ბილიკზე).



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები